საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში
2018-11-17

2018 წლის 25-26 ოქტომბერს, დიმიტრი ზვიადაძემ, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო როგორც მოწვეულმა მომხსენებელმა ფორუმში „ეფექტური ადგილობრივი ხელისუფლება დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დამცველი სახელმწიფოს საფუძველი“, რომელიც ჩატარდა კრამატორსკში, დონეცკის ოლქში, უკრაინაში. ფორუმი ორგანიზებული იყო დონეცკის და ლუგანსკის ოლქების სახელმწიფო ადმინისტრაციიების; სახელმწიფო მშენებლობის, რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმართველობის საპარლამენტო კომიტეტის; და უკრაინის რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო 200 მეტმა ადამიანმა, მათ შორის უკრაინ ის უმაღლესი რადის (პარლამენტის) წევრების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლების, ექსპერტული და აკადემიური წრეების წარმომადგენლების და საერთაშორისო პარტნიორების ჩათვლით.

ფორუმი შედგებოდა შვიდი საპანელო დისკუსიისგან შემდეგ საკითხებზე: ადგილობრივი თვითმართველობის განვითარება; სამართლებრივი რეგულირება ადგილობრივი თვითმართველობის სფეროში; სტრატეგიული დაგეგმარება, როგორც ახალი რეგიონული პოლიტიკის ინსტრუმენტი; თანამშრომლობა დევნილთა საკითხების მოგვარებაში: ხელისუფლება - ბიზნესი - საზოგადოება; საინფორმაციო სივრცე: საზოგადოებრივი მაუწყებლობა და სათემო მედია; ბავშვები - საზოგადოების მომავალი; საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინსტრუმენტები: ფინანსური ინსტრუმენტები, სახელმწიფო საგანგებო სამსახური, ნაციონალური პოლიცია, ეროვნული უმცირესობების საკითხები.

საველე ვიზიტი ქუთაისის დევნილთა ჩასახლებაში
2018-09-24

2018 წლის 18 სექტემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით მოეწყო საველე ვიზიტი ქუთაისის აღმაშენებლის გამზირის #112-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დევნილები არიან ჩასახლებულნი და სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS)  წარმომადგენლებთან.  

საველე ვიზიტის დროს მოეწყო შეხვედრა კორპუსში მცხოვრებ დევნილებთან, რომლებიც იქ ჩასახლებულნი არიან „გრძელვადიანი განსახლების“ პროგრამის ფარგლებში. დევნილებთან შეხვედრას დაესწრო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელიც. შეხვედრისას დევნილებმა ისაუბრეს მათ კორპუსში არსებულ პრობლემებზე, კერძოდ გაუმართავ ლიფტზე, რომელიც არსებითად აფერხებს ადამიანების გადაადგილებას მრავალსართულიან კორპუსში.   

საველე ვიზიტის შემდგომ გაიმართა სამუშაო შეხვედრა LAS-ის ქუთაისის ბიუროს იურისტებთან, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ LAG-ის, ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლის (OFPH) და UNHCR-ის წარმომადგენლები. შეხვედრის დროს მონაწილეებმა იმსჯელეს იმ სამართლებრივ საკითხებზე, რომლითან დევნილები მიმართავენ ზემოთხსენებულ ორგანიზაციებს. განხილული იქნა LAS და LAG-ს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმები და საქმეების ურთიერთ-რეფერირების (გადამისამართების) შესაძლებლობები.   

საველე ვიზიტი და სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო „უფასო იურიდიული დახმარება დევნილთათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო შეხვედრები დევნილთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
2018-09-05

2018 წლის 29-30 აგვისტოს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით თბილისსა და ქუთაისში გაიმართა სამუშაო შეხვედრები დევნილთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებში მონაწილეობდნენ რუსთავის, გარდაბნის, წყალტუბოს და კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებებში მოქმედი სათემო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-ს წარმომადგენლები.

შეხვედრების დროს მონაწილეებმა იმსჯელეს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში LAG-ის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზემოდხსენებულ დევნილთა  ჩასახლებებში და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სათემო ორგანიზაციები და LAG-ი მომავალშიც განაგრძობენ თანამშრომლობას. 

შეხვედრები ორგანიზებული იყო „ადამიანის უფლებების დაცვა და დევნილთა მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პარტნიორობით საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

პრაქტიკოსი იურისტების სამუშაო შეხვედრა
2018-07-10

2018 წლის 25 ივნისს ქუთაისში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურთან. შეხვედრების დროს პრაქტიკოსმა იურისტებმა გაცვალეს ინფორმაცია და გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამართლებრივ საქმეებზე მუშაობის შესახებ. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას. კერძოდ, დაიგეგმა და მალევე განხორციელდა ერთობლივ საველე გასვლები დევნილთა ჩასახლებებში.

შეხვედრები ორგანიზებული იყო „უფასო იურიდიული დახმარება დევნილთათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული არის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ.


ჩვენ ვთანამშრომლობთ:

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014