საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

საველე ვიზიტი ქუთაისის დევნილთა ჩასახლებაში
2018-09-24

2018 წლის 18 სექტემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით მოეწყო საველე ვიზიტი ქუთაისის აღმაშენებლის გამზირის #112-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დევნილები არიან ჩასახლებულნი და სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS)  წარმომადგენლებთან.  

საველე ვიზიტის დროს მოეწყო შეხვედრა კორპუსში მცხოვრებ დევნილებთან, რომლებიც იქ ჩასახლებულნი არიან „გრძელვადიანი განსახლების“ პროგრამის ფარგლებში. დევნილებთან შეხვედრას დაესწრო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელიც. შეხვედრისას დევნილებმა ისაუბრეს მათ კორპუსში არსებულ პრობლემებზე, კერძოდ გაუმართავ ლიფტზე, რომელიც არსებითად აფერხებს ადამიანების გადაადგილებას მრავალსართულიან კორპუსში.   

საველე ვიზიტის შემდგომ გაიმართა სამუშაო შეხვედრა LAS-ის ქუთაისის ბიუროს იურისტებთან, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ LAG-ის, ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლის (OFPH) და UNHCR-ის წარმომადგენლები. შეხვედრის დროს მონაწილეებმა იმსჯელეს იმ სამართლებრივ საკითხებზე, რომლითან დევნილები მიმართავენ ზემოთხსენებულ ორგანიზაციებს. განხილული იქნა LAS და LAG-ს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმები და საქმეების ურთიერთ-რეფერირების (გადამისამართების) შესაძლებლობები.   

საველე ვიზიტი და სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო „უფასო იურიდიული დახმარება დევნილთათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014