საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

რადიო გადაცემა 17.10.2017
2017-10-23

2017 წლის, 17 ოქტომბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლებმა რადიოს „ოდიში“ ეთერში სენაკის დევნილთა დასახლებაში მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების გარშემო წარმართულ ადვოკატირების კამპანიაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მოსახლეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ადგილზე არსებული  საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობით არის განპირობებული.

რადიო გადაცემის მონაწილეებმა მსმენელს მოპოვებული ობიექტური მონაცემები გააცნეს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს იმ უწყებათაშორის შეხვედრაზე, რომელიც LAG-ის  ორგანიზებით 13 ოქტომბერს გაიმართა თბილისში. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო პასუხისმგებელი მხარეებისთვის პრობლემის არსის გაცნობა და გადაჭრის გზებზე მსჯელობა.

რადიო გადაცემა მომზადდა უფასო სამართლებრივი დახმარება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ. 

ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლებრივ ასპექტებზე
2017-10-20

2017 წლის 17-18 ოქტომბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, 40 დევნილთა სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლებრივ ასპექტებზე ტრენინგები ჩაუტარდათ ზუგდიდსა და გორში. 
ტრენინგის მსვლელობისას, მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - თვითმმართველობის ფუნქციები და უფლებამოსილებები, ორგანოების არჩევა და მასში მონაწილეობა, არჩევნების ცნება, სახეები და სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დამკვირვებლები, წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია, ამომრჩეველთა სიები, კენჭისყრის პროცედურები, კანონდარღვევები და ა.შ.
ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მრავალი პრაქტიკული მაგალითის განხილვით. მონაწილეებმა მიღებული ცოდნა კითხვების დასმით გაიმყარეს.
ტრენინგები ჩატარდა „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა თბილისში
2017-10-19

2017 წლის 13 ოქტომბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ თბილისში, სასტუმროში „ვერე პალასი“ უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრის მიზანი იყო სენაკის ყოფილი სამხედრო აეროდრომის მოსამსახურეთა დასახლების ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში მძიმე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების ირგვლივ ორგანიზებული ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში პასუხისმგებელ მხარეებთან შეხვედრა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება. 
საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. 
სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტი „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU). 

ვიზიტი გარდაბანში და ზუგდიდში
2017-10-16

2017 წლის 3-4 ოქტომბერს, LAG კონსორციუმმა საერთაშორისო ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვებთან ერთად უმასპინძლა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ვიზიტს გარდაბნის დევნილთა ჩასახლებაში და ზუგდიდის როგორც კოლექტიურ ცენტრებში, ისევე ახალ აშენებულ კორპუსებში. შეხვედრის დროს ყურადღება მიექცა ჩასახლებების პრობლემატიკას და საჭიროებებს.


ჩვენ ვთანამშრომლობთ:

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014