საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

UNDEF საარჩევნო ტრენინგები
2019-08-20

2019 წლის აგვისტოში, კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) და
მისმა განმახორციელებელმა პარტნიორებმა დაიწყეს ტრენინგების სერია, რაც
უკავშირდება საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
სამართლებრივ საკითხებს. საარჩევნო ტრენინგები მოეწყო ბორჯომში, ქუთაისში და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების
მაცხოვრებლებისთვის. საარჩევნო ტრენინგები ტარდება „დემოკრატიის ხელშეწყობა
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა არჩევნებში
მონაწილეობის გზით“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებული არის გაეროს
დემოკრატიის ფონდის მიერ (UNDEF) და მიზნად ისახავს დევნილთა ცნობიერების
ამაღლებას და ინფორმირებულ მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში საქართველოში.

2019 წლის აგვისტოში, კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) და მისმა განმახორციელებელმა პარტნიორებმა დაიწყეს ტრენინგების სერია, რაც უკავშირდება საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლებრივ საკითხებს. საარჩევნო ტრენინგები მოეწყო ბორჯომში, ქუთაისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების მაცხოვრებლებისთვის. საარჩევნო ტრენინგები ტარდება „დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა არჩევნებში მონაწილეობის გზით“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებული არის გაეროს დემოკრატიის ფონდის მიერ (UNDEF) და მიზნად ისახავს დევნილთა ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებულ მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში საქართველოში.

საერთაშორისო საზაფხულო აკადემია
2019-08-20

2019 წლის 18-19 ივლისს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს (LAG)
პროგრამების მენეჯერი, დიმიტრი ზვიადაძე მიწვეული იყო როგორც მომხსენებელი
საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში, რომელიც მიეძღვნა მიგრაციის და ინტეგრაციის
საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ბალტიის ზღვის რეგიონში. ორკვირიანი
საერთაშორისო საზაფხულო აკადემია ორგანიზებული იყო საქართველოს საზოგადოებრივი
ურთიერთობების ინსტიტუტის (GIPA) და შვედეთის გოთენბურგის უნივერსიტეტის (UoG)
მიერ. LAG-ის წარმომადგენლის პრეზენტაცია შეეხო „მიგრაციასთან და იძულებით
გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს - საქართველოს
გამოცდილებას და პარალელებს უკრაინასთან“.

2019 წლის 18-19 ივლისს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს (LAG) პროგრამების მენეჯერი, დიმიტრი ზვიადაძე მიწვეული იყო როგორც მომხსენებელი საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში, რომელიც მიეძღვნა მიგრაციის და ინტეგრაციის საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ბალტიის ზღვის რეგიონში. ორკვირიანი საერთაშორისო საზაფხულო აკადემია ორგანიზებული იყო საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ინსტიტუტის (GIPA) და შვედეთის გოთენბურგის უნივერსიტეტის (UoG) მიერ. LAG-ის წარმომადგენლის პრეზენტაცია შეეხო „მიგრაციასთან და იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს - საქართველოს გამოცდილებას და პარალელებს უკრაინასთან“.

UNDEF მონიტორინგის ვიზიტი
2019-05-23

2019 წლის 20 მაისს, კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) უმასპინძლა ბ-ნ კრისტიან ლამარს,  პროგრამების მართვის უფროს ოფიცერს, გაეორს დემოკრატიის ფონდიდან (UNDEF). ეს იყო მონიტორინგის ხასიათის ვიზიტი, რომელიც განხორციელდა „დემოკრატიის ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) არჩევნებში მონაწილეობის მეშვეობით საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს დევნილთა ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულ მონაწილეობას საქართველოს საარჩევნო პროცესებში.

შეხვედრის დროს ბ-ნ ლამარს ეცნობა პროექტის მდგომარეობის და მიმდინარე პროგრესის შესახებ. მოგვიანებით განხორციელდა საველე ვიზიტი შიდა ქართლში შავშვების დევნილთა ჩასახლებაში, სადაც ადგილი ჰქონდა დევნილებთან ერთად იმპროვიზირებულ სამუშაო შეხვედრას.

დევნილთა ფორუმი
2019-05-14

2019 წლის 24 აპრილს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს (LAG), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (დევნილთა სამინისტრო) ორგანიზებით მოეწყო „დევნილთა ფორუმი“ თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“.

დევნილთა ფორუმმა შეკრიბა დევნილთა თემის 40 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის ზუგდიდის, ფოთის, კოპიტნარის, ხონის, წყალტუბოს, ქუთაისის, წეროვანის, რუსთავის და თბილისის წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა (მაგ: დევნილთა სამინისტროდან, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან, ზუგდიდის და რუსთავის მუნიციპალიტეტებიდან).   

დევნილთა ფორუმის ძირითადი მიზანი იყო იდეების, მოსაზრებების და ხედვების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. უფრო კონკრეტულად, დევნილთა ფორუმის ამოცანები იყო იძულებითი გადაადგილებით გამოწვეულ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება, კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა დევნილთა თემის, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე მოქმედ დაინტერესებულ მხარეებს შორის, და ამ უკანასკნელთათვის რეკომენდაციების შემუშავება.        

დევნილთა ფორუმი ორგანიზებული იყო „იურიდიული დახმარება დევნილთათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული არის UNHCR-ის მიერ და როგორც გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ნაწილი.

2017 წლის 14 დეკემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებაში ჩატარდა ტრენინი შემდეგ თემებზე: „პოზიტიური მშობლობა და ინკლუზიური და სხვა საგანმანათლებლო საშუალებები“. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს მშობლის მართვის სტილის, აღზრდის მეთოდების და პოზიტიურად აღზრდის შესახებ. 
შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად ნახვა ...

2017 წლის 7 დეკემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ფსიქოლოგმა ჩაატარა ჯგუფური შეხვედრა ბავშვებთან გარდაბნის დევნილთა ჩასახლებაში. ჯგუფური შეხვედრები შედგებოდა ინტერაქტიული სავარჯიშოებისგან, თამაშებისგან, და არტ-თერაპიული აქტივობებისგან (ხატვა), რომელთა მიზანი იყო თანატოლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება და ერთმანეთის მიმართ ნდობისა და ემპათიის განვითარება, თვითშეფასების ამაღლება, ყურადღების კონცენტრაციისა და მოსმენის უნარის განვითარება. ყოველი სავარჯიშოს დასრულების შემდეგ ბავშვები აანალიზებდნენ თავიანთ ქცევას და იმ აზრებსა და ემოციებს, რომელიც მათ გაუჩნდათ მათი შესრულების დროს. შესაბამისად, ჯგუფური შეხვედრები ბავშვებს დაეხმარა  საკუთარი ემოციური და ქცევითი პრობლემების გაცნობიერებასა და მოგვარებაში.

შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად ნახვა ...

კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს (LAG) მხარდაჭერით გარდაბნის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულმა სოციალურმა პროექტმა გაიმარჯვა. პროექტი გულისხმობდა ქ. გარდაბნის #2 ბაგა-ბაღისათვის სკამების და კარადების გადაცემას. სოციალური პროექტი დაფინანსებულია დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
LAG კონსორციუმი მხარდაჭერას ახორციელებდა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

ბმული 1

ბმული 2

სრულად ნახვა ...

2017 წლის 17 და 22 ნოემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში და კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებაში ჩაატარა ტრენინგები შემდეგ თემებზე: „დევნილის სტატუსი და უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალური დაცვის სისტემა და ბავშვთა შრომა“. აღნიშნულ ტრენინგებზე შეძენილი ცონდითა და უნარებით ბენეფიციარები შეძლებენ სერვისებზე წვდომა ინდივიდუალურად მოიპოვონ.  
შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვები-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად ნახვა ...

2017 წლის 18 ნოემბერს, ორგანიზაციებმა კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) და გადავარჩინოთ ბავშვები (SC) აღნიშნეს ბავშვთა დაცვის დღე სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან, რომელსაც ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბენეფიციარებმა კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებიდან და ყურადღება გაამახვილეს ბავშვთა უფლებებსა და მათ დაცვაზე. ღონისძიების მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ძალადობის წინააღმდეგ და პრევენციის საჭიროებაზე. 

სრულად ნახვა ...

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014