საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

სამუშაო ჯგუფის „ზრუნვა“ შემაჯამებელი შეხვედრა
2017-11-02

2017 წლის 30 ოქტომბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში მოქმედი სამუშაო ჯგუფის „ზრუნვა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო იმერეთის რეგიონსა და სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე დევნილთა ჩასახლებების ტერიტორიებზე არსებული საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის მიმართულებით წამოწყებული ადვოკატირების კამპანიების მხრივ მიღწეული შედეგების გაზიარება. ასევე, შედეგების გათვალისწინებით სამომავლო დამატებითი აქტივობების დაგეგმვა.

ჯგუფის წევრების მსჯელობის შედეგად გადაწყდა სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული სამხედრო დასახლების ირგვლივ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებთან დამატებით შეხვედრის ორგანიზება და მედია-საშუალებების  გამოყენებით მიმდინარე პროცესების გაშუქება. მხარეებთან შეხვედრის მიზანი იქნება 13 ოქტომბერს ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული პოზიციების შესახებ განახლებული ინფორმაციის გაზიარება.

ამას გარდა, ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილთა ხუთ დასახლებაში სანიაღვრე სისტემების მოწყობის მიმართულებით წამოწყებული კამპანიის ფარგლებში ნოემბრის ბოლოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება დაიგეგმა. აღნიშნული ღონისძიების დროს, სამუშაო ჯგუფი მოახდენს პრობლემის აქტუალიზაციას და პასუხისმგებელ მხარეებთან ამ მხრივ გასატარებელ ზომებსა და შესრულების ვადებზე შეჯერდება.

ადვოკატირების კამპანიები მიმდინარეობს პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014