საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან
2017-11-22

2017 წლის 16 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოსა (LAG) და სამეგრელოს რეგიონში მოქმედი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ლაშა გოგიას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ზუგდიდის მერისთვის სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, კერძოდ ოთხ დასახლებაში მაცხოვრებელი იძულებით გადაადგილებული პირების (დევნილთა) მოთხოვნების გაცნობა. ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, დასახლებებში არასრულწლოვნების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე არსებობს სათამაშო მოედნების მოწყობის საჭიროება. ამ საკითხზე წამოწყებულია ადვოკატირების კამპანია, რის ფარგლებშიც წარმომადგენლებმა ზუგდიდის ახლადარჩეულ მერს მხარდაჭერის აღმოჩენა სთხოვეს. 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესებასა და მის დეტალურ შესწავლას დაპირდა. მხარეები შეთანხმდნენ დეკემბრის დასაწყისში განახლებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეხვედრაზე, როცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შედგებოდა. 
ადვოკატირების კამპანია ხორციელდება პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ბმული

 

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014