საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან
2017-11-22

2017 წლის 17 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), იმერეთის რეგიონსა და სენაკის მუნიციპალიტეტში მოქმედი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სენაკის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერს, ბატონ ლევან კუპრეიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერისთვის წამოწყებული ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში იდენტიფიცირებული პრობლემების გაცნობა, რაც უკავშირდება სენაკის დევნილთა სამხედრო დასახლებაში მწყობრიდან გამოსულ საკანალიზაციო სისტემას. ეს უკანასკნელი საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ამას გარდა, ის საფრთხის შემცველია გარემოსა და შენობების მდგრადობისთვის. დაბოლოს, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები ვერ პასუხობს სტანდარტებს. 
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესებასა და პრობლემის დეტალურ შესწავლას დაპირდა. მხარეები შეთანხმდნენ დეკემბრის დასაწყისში განახლებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეხვედრაზე.
ადვოკატირების კამპანია ხორციელდება პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014