საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

რადიო გადაცემა_21.11.2017
2017-11-29

2017 წლის 21 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლებმა ადგილობრივი ელექტრონული გაზეთის „New Press“ და რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერის საშუალებით გააშუქეს იმერეთის რეგიონში (ქ. ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში) მდებარე ხუთ დევნილთა დასახლებაში არსებულ მძიმე საცხოვრებელი პირობების გარშემო წარმართული ადვოკატირების კამპანია. მათი თქმით, მოსახლეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ადგილზე არსებული  სანიაღვრე სისტემის გაუმართაობით არის განპირობებული.

 LAG-ის პროექტის ხელმძღვანელმა, ნინა გელაშვილმა და იურისტმა, მათე ჩაფიჩაძემ  საზოგადოებას მოპოვებული ობიექტური მონაცემები გააცნეს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს იმ უწყებათაშორის შეხვედრაზე, რომელიც LAG-ის  ორგანიზებით ქ. ქუთაისში 28 ნოემბერს გაიმართა.

სიუჟეტი და რადიო გადაცემა მომზადდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ბმული 1

ბმული 2

 

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014