საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა ქუთაისში
2017-12-04

2017 წლის 28 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში, სასტუმროში „რჩეული პალასი“ უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის მიზანი იყო ქ. ქუთაისსა (ი.ჭავჭავაძის ქუჩა #58ბ, ნიკეას ქუჩა #21, დადიანის ქუჩა #3, ზ. ჭავჭავაძის ქუჩა #16ა) და წყალტუბოში (9 აპრილის ქუჩა) მდებარე დევნილთა დასახლებებში მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო შექმნილი მძიმე პირობების ირგვლივ ორგანიზებული ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში პასუხისმგებელ მხარეებთან შეხვედრა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ერთეულის, ქ. ქუთაისისა და წყალტუბოს საკრებულოს და გამგეობების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და  მერიის წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტი „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ბმული 1

ბმული 2

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014