საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

შეხვედრა ქუთაისის მერიასთან_7.12.2017
2017-12-08

2017 წლის 7 დეკემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) და იმერეთის რეგიონსა და სენაკის მუნიციპალიტეტში მოქმედი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქუთაისის მერის მოადგილეს, ბატონ იუზა უგულავას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში იდენტიფიცირებული პრობლემების გაცნობა და გადაჭრის კონკრეტულ გეგმაზე შეჯერება. კამპანია ეხება ქ. ქუთაისსა (ი.ჭავჭავაძის ქუჩა #58ბ, ნიკეას ქუჩა #21, დადიანის ქუჩა #3, ზ. ჭავჭავაძის ქუჩა #16ა) და წყალტუბოში (9 აპრილის ქუჩა) მდებარე დევნილთა დასახლებებში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება/ მოწყობას.

ქუთაისის მერის მოადგილე ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესებასა და პრობლემის დეტალურ შესწავლას დაპირდა. მანვე შეთავაზება გააკეთა ახლო მომავალში შემდეგი სამუშაო შეხვედრის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც  მერიის წარმომადგენლები გაეცნობოდნენ პროექტის ფარგლებში მომზადებულ საექსპერტო დასკვნას და თითოეულ ჩასახლებაში სპეციფიური საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამის გადაჭრის გზებზე შეთანხმდებოდნენ.
ადვოკატირების კამპანია ხორციელდება პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014