საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

ჯგუფური შეხვედრა ბავშვებთან გარდაბანში
2017-12-11

2017 წლის 7 დეკემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ფსიქოლოგმა ჩაატარა ჯგუფური შეხვედრა ბავშვებთან გარდაბნის დევნილთა ჩასახლებაში. ჯგუფური შეხვედრები შედგებოდა ინტერაქტიული სავარჯიშოებისგან, თამაშებისგან, და არტ-თერაპიული აქტივობებისგან (ხატვა), რომელთა მიზანი იყო თანატოლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება და ერთმანეთის მიმართ ნდობისა და ემპათიის განვითარება, თვითშეფასების ამაღლება, ყურადღების კონცენტრაციისა და მოსმენის უნარის განვითარება. ყოველი სავარჯიშოს დასრულების შემდეგ ბავშვები აანალიზებდნენ თავიანთ ქცევას და იმ აზრებსა და ემოციებს, რომელიც მათ გაუჩნდათ მათი შესრულების დროს. შესაბამისად, ჯგუფური შეხვედრები ბავშვებს დაეხმარა  საკუთარი ემოციური და ქცევითი პრობლემების გაცნობიერებასა და მოგვარებაში.

შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014