საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

ვორქშოფი და მედია ტური ჟურნალისტებისთვის ქუთაისში
2018-02-04

2018 წლის 23-24 იანვარს LAG კონსორციუმის ორგანიზებით ქ. ქუთაისში ჟურნალისტებისთვის ვორქშოფი და მედია ტური ჩატარდა.

ღონისძიების პირველი ნაწილი ითვალისწინებდა ათამდე ჟურნალისტისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე, შესაბამის კანონმდებლობაზე და მიმდინარე რეფორმებზე ტრენინგის ჩატარებას. ამას გარდა, ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული დევნილთა სამუშაო ჯგუფების მიერ წარმოებულ ადვოკატირების კამპანიებს, უკვე მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს. აღნიშნული საორიენტაციო ვორქშოფის შემდეგ, ჟურნალისტებს ეთხოვათ წინასწარ იდენტიფიცირებულ დევნილთა ჩასახლებებში სტუმრობა და მედია ტურის ფარგლებში ადგილზე არსებულ პრობლემებზე სტატიების, რეპორტაჟებისა თუ რადიო გადაცემების მომზადება.

ღონისძიება მომზადდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014