საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

LAG-ი ეძებს მასპინძელ ოჯახს ამერიკელი მოხალისესთვის!
2017-06-16

კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) ეძებს მასპინძელ ოჯახს ამერიკელი მოხალისესთვის!

„მშვიდობის კორპუსის“ პროგრამის ფარგლებში LAG ეძებს მასპინძელ ოჯახს ამერიკელი მოხალისესთვის 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის ათვლაც დაიწყება 2017 წლის სექტემბრიდან. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურულ გაცვლას. მასპინძელი ოჯახის დახმარებით, მოხალისე ახლოს ეცნობა ქართულ კულტურასა და ცხოვრების წესს, ხოლო მასპინძელი ოჯახი მოხალისის დახმარებით ეცნობა ამერიკულ კულტურას.

მოხალისე დაკავებული იქნება LAG-ის ოფისში 9:00-დან 17:00 საათამდე სამუშაო დღეების განმავლობაში. სამუშაო საათების შემდეგ, ისევე როგორც არასამუშაო დღეებში, მოხალისეს უნდა ჰქონდეს პირად სივრცეში, თავის ოთახში მოსვენების შესაძლებლობა. ამას უზრუნველყოს მასპინძელი ოჯახი მოხალისესთვის ცალკე ოთახის გამოყოფით, სადაც მას უნდა ჰქონდეს გამოყოფილი თავისი საწოლი, კარადა, მაგიდა და სკამი. სხვა მხრივ, მოხალისე ისარგებლებს იმავე საშუალებებით (მაგ: სამზარეულო, აბაზანა და სხვ.), როგორც მასპინძელი ოჯახის სხვა წევრები.

ამისათვის მასპინძელი ოჯახი მიიღებს 375.00 (სამასსამოცდათხუთმეტი) ლარს ყოველთვიურად, რაც არ წარმოადგენს ბინის ქირას, არამედ ეს არის მოხალისის კვების და მის მიერ მოხმარებული კომუნალური მომსახურების ხარჯის დასაფარი თანხა.

მოხალისის სქესი და ასაკი წინასწარ არ არის ცნობილი მის ჩამოსვლამდე.

დაინტერესებულმა ოჯახებმა გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე lag@lag.ge

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014