საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

შეხვედრა ქალაქ თბილისის მერთან
2017-06-20

2017 წლის 14 ივნისს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) და დემოკრატიული მმართველობის და ინოვაციების ინსტიტუტის წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას. შეხვედრაზე ორგანიზაციებმა თბილისის მერს მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე პროექტების და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ. კერძოდ, განხილული იყო პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“.

პროექტი მიზნად ისახავს თბილისში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობით საბინაო მართვის პროცესში. ქალაქის მერს მიეწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გაძლიერებული სამიზნე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და საბურთალოს გამგეობის ბაზაზე შექმნილი ტექნიკური დახმარების ცენტრის (TAC) შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს საკონსულტაციო და ტექნიკურ დახმარებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.  პროექტის განხორციელება LAG კონსორციუმმა დაიწყო  2016 წლის მაისში მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით,  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014