საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის_16.06.2017
2017-06-22

2017 წლის 16 ივნისს ლტოლვილთა დანიის საბჭოს ზუგდიდის ოფისმა არასამთავრობო ორგანიზაციის - კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება (LAG) საქართველოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგს უმასპინძლა. ტრენინგი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა“ იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ.

ღონისძიების მსვლელობისას, LAG კონსორციუმის თანამშრომლებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა დევნილის ცნების დეფინიცია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დევნილის სტატუსი (მინიჭება, ჩამორთმევა, შეჩერება), დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვა, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამები, საერთაშორისო ინსტრუმენტებით დადგენილი სტანდარტები და ა.შ.)

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. პრაქტიკოს ადვოკატებს პროფესიულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ღონისძიებით გათვალისწინებულ თემებზე მსჯელობის შესაძლებლობა მიეცათ. კერძოდ, თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, მონაწილეებმა იმსჯელეს გავლილი საკითხების პრაქტიკულ ასპექტებზე, განიხილეს ეროვნული სასამართლო პრაქტიკა.

LAG კონსორციუმის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, დანიის სამოქალაქო განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის მიზანია დევნილთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. ამ მიზნით, პარტნიორი ორგანიზაციები - ლტოლვილთა დანიის საბჭო, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ბენეფიციარებს უფლებების, ადვოკატირების, კომუნიკაციისა და პროექტების მართვის მიმართულებით გადაამზადებენ. 

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014