საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

შეხვედრა ადგილობრივ დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქუთაისში
2017-08-23

2017 წლის 23 აგვისტოს ქ. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო წარმომადგენლები პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში ადგილობრივ დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო რეგიონში ადვოკატირების კამპანიის საკითხის შერჩევა, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმირება და შერჩეული გუნდის სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა. პრობლემისა და ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა ფარული კენჭისყრის საფუძველზე, გამჭვირვალე და დემოკრატიული პრინციპების დაცვით განხორციელდა.

პროექტი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთად ხორციელდება და მისი მიზანია საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).  

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014