საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში
2018-11-17

2018 წლის 25-26 ოქტომბერს, დიმიტრი ზვიადაძემ, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო როგორც მოწვეულმა მომხსენებელმა ფორუმში „ეფექტური ადგილობრივი ხელისუფლება დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დამცველი სახელმწიფოს საფუძველი“, რომელიც ჩატარდა კრამატორსკში, დონეცკის ოლქში, უკრაინაში. ფორუმი ორგანიზებული იყო დონეცკის და ლუგანსკის ოლქების სახელმწიფო ადმინისტრაციიების; სახელმწიფო მშენებლობის, რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმართველობის საპარლამენტო კომიტეტის; და უკრაინის რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო 200 მეტმა ადამიანმა, მათ შორის უკრაინ ის უმაღლესი რადის (პარლამენტის) წევრების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლების, ექსპერტული და აკადემიური წრეების წარმომადგენლების და საერთაშორისო პარტნიორების ჩათვლით.

ფორუმი შედგებოდა შვიდი საპანელო დისკუსიისგან შემდეგ საკითხებზე: ადგილობრივი თვითმართველობის განვითარება; სამართლებრივი რეგულირება ადგილობრივი თვითმართველობის სფეროში; სტრატეგიული დაგეგმარება, როგორც ახალი რეგიონული პოლიტიკის ინსტრუმენტი; თანამშრომლობა დევნილთა საკითხების მოგვარებაში: ხელისუფლება - ბიზნესი - საზოგადოება; საინფორმაციო სივრცე: საზოგადოებრივი მაუწყებლობა და სათემო მედია; ბავშვები - საზოგადოების მომავალი; საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინსტრუმენტები: ფინანსური ინსტრუმენტები, სახელმწიფო საგანგებო სამსახური, ნაციონალური პოლიცია, ეროვნული უმცირესობების საკითხები.

საველე ვიზიტი ქუთაისის დევნილთა ჩასახლებაში
2018-09-24

2018 წლის 18 სექტემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით მოეწყო საველე ვიზიტი ქუთაისის აღმაშენებლის გამზირის #112-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დევნილები არიან ჩასახლებულნი და სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS)  წარმომადგენლებთან.  

საველე ვიზიტის დროს მოეწყო შეხვედრა კორპუსში მცხოვრებ დევნილებთან, რომლებიც იქ ჩასახლებულნი არიან „გრძელვადიანი განსახლების“ პროგრამის ფარგლებში. დევნილებთან შეხვედრას დაესწრო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელიც. შეხვედრისას დევნილებმა ისაუბრეს მათ კორპუსში არსებულ პრობლემებზე, კერძოდ გაუმართავ ლიფტზე, რომელიც არსებითად აფერხებს ადამიანების გადაადგილებას მრავალსართულიან კორპუსში.   

საველე ვიზიტის შემდგომ გაიმართა სამუშაო შეხვედრა LAS-ის ქუთაისის ბიუროს იურისტებთან, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ LAG-ის, ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლის (OFPH) და UNHCR-ის წარმომადგენლები. შეხვედრის დროს მონაწილეებმა იმსჯელეს იმ სამართლებრივ საკითხებზე, რომლითან დევნილები მიმართავენ ზემოთხსენებულ ორგანიზაციებს. განხილული იქნა LAS და LAG-ს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმები და საქმეების ურთიერთ-რეფერირების (გადამისამართების) შესაძლებლობები.   

საველე ვიზიტი და სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო „უფასო იურიდიული დახმარება დევნილთათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო შეხვედრები დევნილთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
2018-09-05

2018 წლის 29-30 აგვისტოს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით თბილისსა და ქუთაისში გაიმართა სამუშაო შეხვედრები დევნილთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებში მონაწილეობდნენ რუსთავის, გარდაბნის, წყალტუბოს და კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებებში მოქმედი სათემო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-ს წარმომადგენლები.

შეხვედრების დროს მონაწილეებმა იმსჯელეს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში LAG-ის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზემოდხსენებულ დევნილთა  ჩასახლებებში და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სათემო ორგანიზაციები და LAG-ი მომავალშიც განაგრძობენ თანამშრომლობას. 

შეხვედრები ორგანიზებული იყო „ადამიანის უფლებების დაცვა და დევნილთა მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პარტნიორობით საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

პრაქტიკოსი იურისტების სამუშაო შეხვედრა
2018-07-10

2018 წლის 25 ივნისს ქუთაისში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურთან. შეხვედრების დროს პრაქტიკოსმა იურისტებმა გაცვალეს ინფორმაცია და გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამართლებრივ საქმეებზე მუშაობის შესახებ. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას. კერძოდ, დაიგეგმა და მალევე განხორციელდა ერთობლივ საველე გასვლები დევნილთა ჩასახლებებში.

შეხვედრები ორგანიზებული იყო „უფასო იურიდიული დახმარება დევნილთათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული არის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ.

პროექტი „სამართლიანი საზოგადოებისათვის“ დახურვის ღონისძიება
2018-06-06

2018 წლის 29 მაისს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღო პროექტი „სამართლიანი საზოგადოებისათვის“ დახურვის ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა ქ. თბილისში, სასტუმრო „იოტაში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ორგანიზებით. შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ასევე სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მსველობისას პროექტის განმახორციელებელმა პარტნიორებმა  შეაჯამეს პროექტის ფარგლებში  წარმოებული ადვოკატირების კამპანიის შედეგები.

აღნიშნული   ღონისძიება მომზადდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდებოდა ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) პარტნიორობით. პროექტის მიზანი იყო რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერი იყო სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში 49 ოჯახის ყოფითი პრობლემა გადაჭრილია
2018-05-28

ქეთევანმა ახალი მილები დამონტაჟებით დაზიანებული სახურავი შეაკეთა და დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 49 ოჯახის ყოფითი პრობლემა საბოლოოდ გადაჭრა.

ქეთევანი  თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N27-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში 2012 წლიდან ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა და წვიმის დროს გამონადენი წყალი მოსახლეთა ბინებს ტბორავდა. შეწუხებული დევნილები კარგა ხანს განიცდიდნენ ზარალს. მათ იცოდნენ, რომ აღნიშნულ პრობლემას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაარსება გადაჭრიდა. ამ გზით ისინი მიიღებდნენ დაფინანსებას მთავრობისგან. ქეთევანმა, როგორც დევნილთა თემის აქტიურმა წევრმა, საკუთარ თავზე აიღო ამხანაგობის დაარსება. მან LAG კონსორციუმს სამართლებრივი დახმარების თხოვნით  მიმართა. LAG-მა ქეთევანს შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მომზადებაში დაეხმარა. საბოლოოდ, ქეთევანმა, როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ, სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება  და  დაზიანებული სახურავის შეკეთება მოახერხა.

დევნილი მოსახლეობის ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად ქეთევანის კომპაქტურ დასახლებაში გასაკეთებელი კიდევ ბევრია. კორპუსის შიდა და გარე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია საერთო ფართების პრივატიზება. LAG კონსორციუმი, ქეთევანთან და მის მეზობლებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, ცდილობს ამ და სხვა, სამართლებრივი ხასიათის პრობლემების მოგვარებას. 

LAG კონსორციუმი, ცნობიერების ამაღლებისა და სამართლებრივი კონსულტაციების გზით, სხვადასხვა კომპაქტურ დასახლებებში დევნილთა მოსახლეობის მხარდაჭერას 2014 წლიდან ახორციელებს “უფასო იურიდიული დახმარება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ და მისი მიზანია ხელი შეუწყოს დევნილებისთვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას.

ევროპელი სტუდენტების ვიზიტი დევნილთა წეროვანის დასახლებაში
2018-04-20

2018 წლის 10 აპრილს, LAG კონსორციუმის ხელშეწყობით „ევროპის კოლეჯის“ სტუდენტების 60 კაციანმა ჯგუფმა ვარშავიდან (პოლონეთი),  დევნილთა წეროვანის დასახლება მოინახულა. დასახლებაში სტუმრობა   საქართველოში 3 დღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. წეროვანის დასახლებაში შეხვედრას  დევნილთა სათემო ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისათვის“ წარმომადგენელმა ნანა ჩქარეულმა უმასპინძლა. სტუმრებს მიეწოდა ინფორმაცია დასახლების ისტორიის და იქ მცხოვრები დევნილი მოსახლეობის შესახებ, ასევე  დევნილობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ . ეს იყო ევროპის კოლეჯის რიგით მეოთხე ვიზიტი წეროვანის დასახლებაში, რომელსაც ორგანიზება და მასპინძლობა გაუწიეს LAG კონსორციუმმა და სათემო ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისათვის“. LAG კონსორციუმი გულწრფელ მადლობას უხდის ქ-ნ ნანა ჩქარეულს, „უკეთესი მომავლისათვის“ აღმასრულებელ დირექტორს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და თანამშრომლობისთვის.

პროექტი „სამართლიანი საზოგადოებისათვის“ დახურვის ღონისძიება
2018-04-11

2018 წლის 26 და 27 მარტს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით ზუგდიდსა და ქუთაისში პროექტი „სამართლიანი საზოგადოებისათვის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა. შეხვედრებს ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორივე ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ადვოკატირების კამპანიების შედეგები. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებში აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცათ სერტიფიკატები.

აღნიშნული  ღონისძიებები მომზადდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) პარტნიორობით. პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

მზადება გენდერული თანასწორობის შესახებ ღნისძიებისთვის
2018-03-30

2018 წლის თებერვლიდან რუსთავის, გარდაბნის, წყალტუბოსა და კოპიტნარის სამიზნე სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს მზადება სასკოლო ღონისძიებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში  გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

აქტივობები ხორციელდება  „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სასწავლო ვიზიტი დანიაში
2018-03-09

2018 წლის 25 თებერვლიდან 1 მარტამდე, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენელი იმყოფებოდა დანიაში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებული იყო ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მიერ. ვიზიტის დროს ორგანიზებული იყო არაერთი სამუშაო შეხვედრა, მათ შორის DRC-ის სათავე ოფისში, DRC-ის დიასპორის პროგრამასთან, DRC-ის მოხალისეთა სახლში, DRC-ის ინტეგრაციის და თავშესაფრის  დეპარტამენტებში.

ასევე შეხვედრები გაიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, კერძოდ სახელმწიფო იმიგრაციის სამსახურთან სანდჰოლმის თავშესაფრის ცენტრში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან და საერთაშორისო რეკრუტირების და ინტეგრაციის სახელმწიფო სააგენტოსთან.

ცალკე დრო დაეთმო დანიური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომლის დროსაც შეხვედრები გაიმართა დანიის ჰელსინკის კომიტეტთან, დანიური საზოგადოებრივი ორგანიზაციები გავითარებისთვის და თანამშრომლობისთვის (Global Focus) და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდთან (CISU).

LAG დიდ მადლობას უხდის DRC-ის და კერძოდ ყველა იმ პირს ვისი უშუალო მონაწილეობით იყო დაგეგმილი და განხორციელებული ეს მეტად შემეცნებითი და სასარგებლო სასწავლო ვიზიტი. 

სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა
2018-03-09

2018 წლის 2 მარტს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით თბილისის ოფისში სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე, SWAT ანალიზის გზით, განხილულ იქნა ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები გარე შესაძლებლობებსა და საფრთხეებთან მიმართებაში. შეხვედრა წარმართული იყო LAG-ის პარტნიორი ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლში (OFPH) მომუშავე მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისის მიერ.

სამუშაო შეხვედრა პროექტის მომზადების შესახებ პარტნიორი ორგანიზაციებისთვის
2018-02-16

2018 წლის 14 თებერვალს ქუთაისში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა მოეწყო, რომლის მიზანი იყო LAG-ის პარტნიორი ორგანიზაციების: ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)  და სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI) შესაძლებლობების გაძლიერება პროექტის მომზადებასა და გრანტის მოპოვებაში. შეხვედრის დროს განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა საპროექტო წინადადების მართვა, რჩევები მომზადების პროცესში და წინადადების განხილვის პროცესი. სამუშაო შეხვედრა წარმართული იყო LAG-ის პროგრამების მენეჯერი/თავმჯდომარე დიმიტრი ზვიადაძის და მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისის მიერ.

ტრენინგი სკოლის ფასილიტატორებისთვის
2018-02-04

2018 წლის 23 და 25 იანვარს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით რუსთავში და წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგი „ქალთა უფლებები, გენდერული თანასწორობა და სამართლიანობა“ სკოლის ფასილიტატორებისთვის. სამიზნე ქალაქებში მოხდა 10 სკოლის შერჩევა, რომლის მოსწავლეებისთვისაც იგეგმება ასევე ტრენინგების ჩატარება. 
ღონისძიება გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

ვორქშოფი და მედია ტური ჟურნალისტებისთვის ქუთაისში
2018-02-04

2018 წლის 23-24 იანვარს LAG კონსორციუმის ორგანიზებით ქ. ქუთაისში ჟურნალისტებისთვის ვორქშოფი და მედია ტური ჩატარდა.

ღონისძიების პირველი ნაწილი ითვალისწინებდა ათამდე ჟურნალისტისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე, შესაბამის კანონმდებლობაზე და მიმდინარე რეფორმებზე ტრენინგის ჩატარებას. ამას გარდა, ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული დევნილთა სამუშაო ჯგუფების მიერ წარმოებულ ადვოკატირების კამპანიებს, უკვე მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს. აღნიშნული საორიენტაციო ვორქშოფის შემდეგ, ჟურნალისტებს ეთხოვათ წინასწარ იდენტიფიცირებულ დევნილთა ჩასახლებებში სტუმრობა და მედია ტურის ფარგლებში ადგილზე არსებულ პრობლემებზე სტატიების, რეპორტაჟებისა თუ რადიო გადაცემების მომზადება.

ღონისძიება მომზადდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ამხანაგობების პრობლემები "იმედის" ეთერში
2018-01-31

2018 წლის 23 იანვარს ტელეკომპანია იმედის ეთერში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართელო-ს (LAG) ფასილიტირებით ტექნიკური დახმარების ცენტრის კოორდინატორმა და საბურთალოს რაიონის უხუცესმა თავჯდომარემ ისაუბრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (ბმა) პრობლემებზე. კერძოდ, სტუმრებმა ისაუბრებეს ბმა-ს როლის გაძლიერებაზე, მათი, როგორც დამოუკიდებელი, თვითკმარი ინსტიტუტის ჩამოყალილებაზე და მნიშვნელობაზე. ღონისძიება ჩატარდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში.

 

საბურთალოს გამგეობის ბაზაზე შეიქმნა ტექნიკური დახმარების ცენტრი ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად, ასევე ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით.

ბმული

 

ვიზიტი კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებაში
2017-12-27

2017 წლის 22 დეკემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველომ (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვებთან ერთად უმასპინძლა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ვიზიტს კოპიტმარის დევნილთა ჩასახლებაში. დევნილებთან შეხვედრის დროს ყურადღება მიექცა ჩასახლების პრობლემატიკას და საჭიროებებს.

შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

ჯგუფური შეხვედრა ბავშვებთან კოპიტნარში
2017-12-27

2017 წლის 21 დეკემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ფსიქოლოგმა ჩაატარა ჯგუფური შეხვედრა ბავშვებთან კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებაში. აქტივობა შედგებოდა ინტერაქტიული სავარჯიშოებისგან, კერძოდ, შეხვედრის დროს ბავშვებმა პროექტის თანამშრომლების დახმარებით დაამზადეს მისალოცი ბარათები და საახალწლო ნაძვის ხე.

შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

LAG-ის საკოორდინაციო შეხვედრა
2017-12-27

2017 წლის 20 დეკემბერს, თბილისში ჩატარდა კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართელოს (LAG) საკოორდინაციო შეხვედრა. LAG-მა და წევრი / პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს მიმდინარე პროექტები, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები და მომავალი წლის ინიციატივები.

ტრენინგი პოზიტიურ მშობლობაზე კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებაში
2017-12-15

2017 წლის 14 დეკემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებაში ჩატარდა ტრენინი შემდეგ თემებზე: „პოზიტიური მშობლობა და ინკლუზიური და სხვა საგანმანათლებლო საშუალებები“. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს მშობლის მართვის სტილის, აღზრდის მეთოდების და პოზიტიურად აღზრდის შესახებ. 
შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ
2017-12-13

2017 წლის დეკემბერში, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) და გადავარჩინოთ ბავშვების (SC) წარმომადგენლები დაესწრნენ საუკეთესო პრაქტიკასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის შესახებ. სემინარს უმასპინძლა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა (CYNC) და უღძვებოდა CYNC-ის მშვიდობის კორპუსის მოხალისე LAG- ის მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან კოორდინაციით. შეხვედრის დროს განხილული იყო შეზღუდული შესაძლებლობები და როგორ უნდა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაცია სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით.

ჯგუფური შეხვედრა ბავშვებთან გარდაბანში
2017-12-11

2017 წლის 7 დეკემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ფსიქოლოგმა ჩაატარა ჯგუფური შეხვედრა ბავშვებთან გარდაბნის დევნილთა ჩასახლებაში. ჯგუფური შეხვედრები შედგებოდა ინტერაქტიული სავარჯიშოებისგან, თამაშებისგან, და არტ-თერაპიული აქტივობებისგან (ხატვა), რომელთა მიზანი იყო თანატოლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება და ერთმანეთის მიმართ ნდობისა და ემპათიის განვითარება, თვითშეფასების ამაღლება, ყურადღების კონცენტრაციისა და მოსმენის უნარის განვითარება. ყოველი სავარჯიშოს დასრულების შემდეგ ბავშვები აანალიზებდნენ თავიანთ ქცევას და იმ აზრებსა და ემოციებს, რომელიც მათ გაუჩნდათ მათი შესრულების დროს. შესაბამისად, ჯგუფური შეხვედრები ბავშვებს დაეხმარა  საკუთარი ემოციური და ქცევითი პრობლემების გაცნობიერებასა და მოგვარებაში.

შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სოციალური პროექტი გარდაბანში
2017-12-08

კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს (LAG) მხარდაჭერით გარდაბნის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულმა სოციალურმა პროექტმა გაიმარჯვა. პროექტი გულისხმობდა ქ. გარდაბნის #2 ბაგა-ბაღისათვის სკამების და კარადების გადაცემას. სოციალური პროექტი დაფინანსებულია დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
LAG კონსორციუმი მხარდაჭერას ახორციელებდა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რ
ომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

 

ბმული 1

ბმული 2

შეხვედრა ქუთაისის მერიასთან_7.12.2017
2017-12-08

2017 წლის 7 დეკემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) და იმერეთის რეგიონსა და სენაკის მუნიციპალიტეტში მოქმედი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქუთაისის მერის მოადგილეს, ბატონ იუზა უგულავას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში იდენტიფიცირებული პრობლემების გაცნობა და გადაჭრის კონკრეტულ გეგმაზე შეჯერება. კამპანია ეხება ქ. ქუთაისსა (ი.ჭავჭავაძის ქუჩა #58ბ, ნიკეას ქუჩა #21, დადიანის ქუჩა #3, ზ. ჭავჭავაძის ქუჩა #16ა) და წყალტუბოში (9 აპრილის ქუჩა) მდებარე დევნილთა დასახლებებში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება/ მოწყობას.

ქუთაისის მერის მოადგილე ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესებასა და პრობლემის დეტალურ შესწავლას დაპირდა. მანვე შეთავაზება გააკეთა ახლო მომავალში შემდეგი სამუშაო შეხვედრის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც  მერიის წარმომადგენლები გაეცნობოდნენ პროექტის ფარგლებში მომზადებულ საექსპერტო დასკვნას და თითოეულ ჩასახლებაში სპეციფიური საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამის გადაჭრის გზებზე შეთანხმდებოდნენ.
ადვოკატირების კამპანია ხორციელდება პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა ქუთაისში
2017-12-04

2017 წლის 28 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში, სასტუმროში „რჩეული პალასი“ უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის მიზანი იყო ქ. ქუთაისსა (ი.ჭავჭავაძის ქუჩა #58ბ, ნიკეას ქუჩა #21, დადიანის ქუჩა #3, ზ. ჭავჭავაძის ქუჩა #16ა) და წყალტუბოში (9 აპრილის ქუჩა) მდებარე დევნილთა დასახლებებში მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო შექმნილი მძიმე პირობების ირგვლივ ორგანიზებული ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში პასუხისმგებელ მხარეებთან შეხვედრა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ერთეულის, ქ. ქუთაისისა და წყალტუბოს საკრებულოს და გამგეობების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და  მერიის წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტი „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ბმული 1

ბმული 2

ტრენინგი დევნილთა უფლებების შესახებ_17 და 22 ნოემბერი 2017
2017-12-04

2017 წლის 17 და 22 ნოემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში და კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებაში ჩაატარა ტრენინგები შემდეგ თემებზე: „დევნილის სტატუსი და უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალური დაცვის სისტემა და ბავშვთა შრომა“. აღნიშნულ ტრენინგებზე შეძენილი ცონდითა და უნარებით ბენეფიციარები შეძლებენ სერვისებზე წვდომა ინდივიდუალურად მოიპოვონ.  
შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვები-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

რადიო გადაცემა_21.11.2017
2017-11-29

2017 წლის 21 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლებმა ადგილობრივი ელექტრონული გაზეთის „New Press“ და რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერის საშუალებით გააშუქეს იმერეთის რეგიონში (ქ. ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში) მდებარე ხუთ დევნილთა დასახლებაში არსებულ მძიმე საცხოვრებელი პირობების გარშემო წარმართული ადვოკატირების კამპანია. მათი თქმით, მოსახლეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ადგილზე არსებული  სანიაღვრე სისტემის გაუმართაობით არის განპირობებული.

 LAG-ის პროექტის ხელმძღვანელმა, ნინა გელაშვილმა და იურისტმა, მათე ჩაფიჩაძემ  საზოგადოებას მოპოვებული ობიექტური მონაცემები გააცნეს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს იმ უწყებათაშორის შეხვედრაზე, რომელიც LAG-ის  ორგანიზებით ქ. ქუთაისში 28 ნოემბერს გაიმართა.

სიუჟეტი და რადიო გადაცემა მომზადდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ბმული 1

ბმული 2

 

სამუშაო შეხვედრა საპროექტო წინადადების მომზადების შესახებ
2017-11-24

2017 წლის 24 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) ორგანიზებით მოეწყო სამუშაო შეხვედრა საპროექტო წინადადების მომზადების შესახებ. შეხვედრის დროს განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა საპროექტო წინადადების მართვა, რჩევები მომზადების პროცესში და წინადადების განხილვის პროცესი. სამუშაო შეხვედრა წარმართული იყო LAG-ის მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისის მიერ.

დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების მონახულება თბილისში
2017-11-24

2017 წლის 22 ნოემბერს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლებმა მოინახულეს დევნილთა სამი კომპაქტური ჩასახლება თბილისში და გაეცნენ დევნილების საცხოვრებელ და საყოფაცხოვრებო პირობებს.

სამუშაო ჯგუფის „ფაზისი“ რიგგარეშე შეხვედრა ზუგდიდში
2017-11-24

2017 წლის 22 ნოემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდში მოქმედი სამუშაო ჯგუფის „ფაზისი“ რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში,  სამეგრელოს რეგიონში - სოფელ ჭითაწყარში, სოფელ ინგირსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე დევნილთა ჩასახლებების ტერიტორიებზე საბავშვო მოედნების მოწყობის მიზნით ევროპის ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შესაბამისი განაცხადის მომზადება.

ადვოკატირების კამპანია მოედნების მოწყობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).  

შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან
2017-11-22

2017 წლის 17 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), იმერეთის რეგიონსა და სენაკის მუნიციპალიტეტში მოქმედი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სენაკის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერს, ბატონ ლევან კუპრეიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერისთვის წამოწყებული ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში იდენტიფიცირებული პრობლემების გაცნობა, რაც უკავშირდება სენაკის დევნილთა სამხედრო დასახლებაში მწყობრიდან გამოსულ საკანალიზაციო სისტემას. ეს უკანასკნელი საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ამას გარდა, ის საფრთხის შემცველია გარემოსა და შენობების მდგრადობისთვის. დაბოლოს, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები ვერ პასუხობს სტანდარტებს. 
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესებასა და პრობლემის დეტალურ შესწავლას დაპირდა. მხარეები შეთანხმდნენ დეკემბრის დასაწყისში განახლებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეხვედრაზე.
ადვოკატირების კამპანია ხორციელდება პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან
2017-11-22

2017 წლის 16 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოსა (LAG) და სამეგრელოს რეგიონში მოქმედი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ლაშა გოგიას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ზუგდიდის მერისთვის სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, კერძოდ ოთხ დასახლებაში მაცხოვრებელი იძულებით გადაადგილებული პირების (დევნილთა) მოთხოვნების გაცნობა. ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, დასახლებებში არასრულწლოვნების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე არსებობს სათამაშო მოედნების მოწყობის საჭიროება. ამ საკითხზე წამოწყებულია ადვოკატირების კამპანია, რის ფარგლებშიც წარმომადგენლებმა ზუგდიდის ახლადარჩეულ მერს მხარდაჭერის აღმოჩენა სთხოვეს. 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესებასა და მის დეტალურ შესწავლას დაპირდა. მხარეები შეთანხმდნენ დეკემბრის დასაწყისში განახლებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეხვედრაზე, როცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შედგებოდა. 
ადვოკატირების კამპანია ხორციელდება პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ბმული

 

დღე ძალადობის წინააღმდეგ
2017-11-18

2017 წლის 18 ნოემბერს, ორგანიზაციებმა კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) და გადავარჩინოთ ბავშვები (SC) აღნიშნეს ბავშვთა დაცვის დღე სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან, რომელსაც ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბენეფიციარებმა კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებიდან და ყურადღება გაამახვილეს ბავშვთა უფლებებსა და მათ დაცვაზე. ღონისძიების მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ძალადობის წინააღმდეგ და პრევენციის საჭიროებაზე.

სამუშაო შეხვედრა „Capture Management”-ის შესახებ
2017-11-13

2017 წლის ოქტომბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) ორგანიზებით მოეწყო სამუშაო შეხვედრა „Capture Management”-ის შესახებ, რაც ასევე მოიხსენიება, როგორც „შესაძლებლობების მიდევნება“. შესაძლებლობების მიდევნება არის დისციპლინარული მიდგომა გრანტების და კონტრაქტების მოსაძიებლად და მოსაგებად. სამუშაო შეხვედრა წარმართული იყო LAG-ის მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისის მიერ.

რადიო გადაცემა 1.11.2017
2017-11-03

2017 წლის 1 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლებმა და სენაკის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა რადიოს „ათინათი“ ეთერში სენაკის დევნილთა დასახლებაში მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების გარშემო წარმართულ ადვოკატირების კამპანიაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მოსახლეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ადგილზე არსებული  საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობით არის განპირობებული.

რადიო გადაცემის მონაწილეებმა მსმენელს მოპოვებული ობიექტური მონაცემები გააცნეს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს იმ უწყებათაშორის შეხვედრაზე, რომელიც LAG-ის  ორგანიზებით 13 ოქტომბერს გაიმართა თბილისში. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო პასუხისმგებელი მხარეებისთვის პრობლემის არსის გაცნობა და გადაჭრის გზებზე მსჯელობა.

რადიო გადაცემა მომზადდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ბმული - რადიო გადაცემა 1.11.2017

 

 

პროექტის პრეზენტაცია რუსთავში და წყალტუბოში
2017-11-02

2017 წლის 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში და წყალტუბოში მრგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო პროექტის მიზნების, ამოცანების, შემოთავაზებული სერვისების, ძირითადი აქტივობების გეგმის, მიღებული გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საკონსულტაციო და რეფერალურ მომსახურებას და ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობებს. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამიზნე რეგიონებიდან.
შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო ჯგუფის „ზრუნვა“ შემაჯამებელი შეხვედრა
2017-11-02

2017 წლის 30 ოქტომბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში მოქმედი სამუშაო ჯგუფის „ზრუნვა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო იმერეთის რეგიონსა და სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე დევნილთა ჩასახლებების ტერიტორიებზე არსებული საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის მიმართულებით წამოწყებული ადვოკატირების კამპანიების მხრივ მიღწეული შედეგების გაზიარება. ასევე, შედეგების გათვალისწინებით სამომავლო დამატებითი აქტივობების დაგეგმვა.

ჯგუფის წევრების მსჯელობის შედეგად გადაწყდა სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული სამხედრო დასახლების ირგვლივ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებთან დამატებით შეხვედრის ორგანიზება და მედია-საშუალებების  გამოყენებით მიმდინარე პროცესების გაშუქება. მხარეებთან შეხვედრის მიზანი იქნება 13 ოქტომბერს ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული პოზიციების შესახებ განახლებული ინფორმაციის გაზიარება.

ამას გარდა, ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილთა ხუთ დასახლებაში სანიაღვრე სისტემების მოწყობის მიმართულებით წამოწყებული კამპანიის ფარგლებში ნოემბრის ბოლოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება დაიგეგმა. აღნიშნული ღონისძიების დროს, სამუშაო ჯგუფი მოახდენს პრობლემის აქტუალიზაციას და პასუხისმგებელ მხარეებთან ამ მხრივ გასატარებელ ზომებსა და შესრულების ვადებზე შეჯერდება.

ადვოკატირების კამპანიები მიმდინარეობს პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

სამუშაო ჯგუფის „ფაზისი“ შემაჯამებელი შეხვედრა
2017-10-27

2017 წლის 16 ოქტომბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდში მოქმედი სამუშაო ჯგუფის „ფაზისი“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში,  სამეგრელოს რეგიონში - სოფელ ჭითაწყარში, სოფელ ოქტომბერში, სოფელ ინგირსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე დევნილთა ჩასახლებების ტერიტორიებზე საბავშვო მოედნების მოწყობის მხრივ ანგარიშგება და მიღწეული შედეგების გაზიარება. მითითებულ ჩასახლებებში სულ 225 ბავშვი ცხოვრობს.

ადგილობრივი თემის ინფორმირების,  ხელმოწერების შეგროვების, საჭირო დემოგრაფიული მონაცემების თავმოყრის, სათამაშო მოედნების აღჭურვილობის შერჩევის, შესაბამისი განფასების, ლოკაციებზე მოედნების მოსაწყობი ტერიტორიების შერჩევის, ფოტო მასალის შეგროვების, მიწის მესაკუთრის იდენტიფიცირების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრების, შესაბამისი ნებართვების აღებისა და საპროექტო განაცხადის მომზადების შემდეგ სამუშაო ჯგუფმა სრული პაკეტი დასაფინანსებლად წარუდგინა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO). საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით ოქტომბრის ბოლომდე იქნება ცნობილი.

ადვოკატირების კამპანია მოედნების მოწყობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).  

რადიო გადაცემა 17.10.2017
2017-10-23

2017 წლის, 17 ოქტომბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლებმა რადიოს „ოდიში“ ეთერში სენაკის დევნილთა დასახლებაში მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების გარშემო წარმართულ ადვოკატირების კამპანიაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მოსახლეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ადგილზე არსებული  საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობით არის განპირობებული.

რადიო გადაცემის მონაწილეებმა მსმენელს მოპოვებული ობიექტური მონაცემები გააცნეს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს იმ უწყებათაშორის შეხვედრაზე, რომელიც LAG-ის  ორგანიზებით 13 ოქტომბერს გაიმართა თბილისში. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო პასუხისმგებელი მხარეებისთვის პრობლემის არსის გაცნობა და გადაჭრის გზებზე მსჯელობა.

რადიო გადაცემა მომზადდა უფასო სამართლებრივი დახმარება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ. 

ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლებრივ ასპექტებზე
2017-10-20

2017 წლის 17-18 ოქტომბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, 40 დევნილთა სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლებრივ ასპექტებზე ტრენინგები ჩაუტარდათ ზუგდიდსა და გორში. 
ტრენინგის მსვლელობისას, მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - თვითმმართველობის ფუნქციები და უფლებამოსილებები, ორგანოების არჩევა და მასში მონაწილეობა, არჩევნების ცნება, სახეები და სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დამკვირვებლები, წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია, ამომრჩეველთა სიები, კენჭისყრის პროცედურები, კანონდარღვევები და ა.შ.
ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მრავალი პრაქტიკული მაგალითის განხილვით. მონაწილეებმა მიღებული ცოდნა კითხვების დასმით გაიმყარეს.
ტრენინგები ჩატარდა „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა თბილისში
2017-10-19

2017 წლის 13 ოქტომბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ თბილისში, სასტუმროში „ვერე პალასი“ უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრის მიზანი იყო სენაკის ყოფილი სამხედრო აეროდრომის მოსამსახურეთა დასახლების ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში მძიმე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების ირგვლივ ორგანიზებული ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში პასუხისმგებელ მხარეებთან შეხვედრა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება. 
საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. 
სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტი „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

 

ბმული - სენაკში მცხოვრები დევნილი მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

 

სრული ინტერვიუ

ვიზიტი გარდაბანში და ზუგდიდში
2017-10-16

2017 წლის 3-4 ოქტომბერს, LAG კონსორციუმმა საერთაშორისო ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვებთან ერთად უმასპინძლა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ვიზიტს გარდაბნის დევნილთა ჩასახლებაში და ზუგდიდის როგორც კოლექტიურ ცენტრებში, ისევე ახალ აშენებულ კორპუსებში. შეხვედრის დროს ყურადღება მიექცა ჩასახლებების პრობლემატიკას და საჭიროებებს.

ვიზიტი გუგუთიანტკარის და მეჯვრისხევის სოფლებში
2017-10-09

2017 წლის 6 ოქტომბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის (SPF) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლებმა მოინახულეს იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) წილკანის დევნილთა დასახლებაში და შიდა ქართლის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე გუგუთიანტკარის და მეჯვრისხევის სოფლებში. ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დევნილთა საცხოვრებელი და საარსებო პირობების გარკვევა. ვიზიტის დროს ასევე მონახულებულნი იყვნენ ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც LAG/SPF-მა გაუწიე სამართლებრივი დახმარება დევნილის სტატუსის მიღებაში UNHCR-ის მიერ მხარდაჭერილი „უფასო იურიდიული დახმარება დევნილთათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.

ტრენინგი ოდესაში
2017-09-22

2017 წლის 12-14 სექტემბერს, LAG კონსორციუმმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში ოდესაში, რომელიც ჩატარდა „სახლი - გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ პროექტის ფარგლებში. მოწვეულმა სტუმრებმა გაუზიარეს ერთმანეთს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების საფუძვლები და პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები. აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტექნიკური დახმარების ცენტრის (TAC) წარმომადგენლებმა გაცვალეს თავიანთი გამოცდილება, მიღწევები, განვითარებული მასალები, სირთულეები და გამოწვევები.

სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების მესამე სამუშაო შეხვედრა ქუთაისში
2017-09-21

2017 წლის 15 სექტემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით იმერეთის რეგიონსა და სენაკში დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის მსვლელობისას წევრებმა ადვოკატირების კამპანიის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გაცვალეს ინფორმაცია. ასევე, დაასახელეს და გადაჭრეს ის გამოწვევები, რაც იმპლემენტაციის პროცესში წარმოიშვა.  შეხვედრის დასასრულს ჯგუფმა შესაბამისი ცვლილებები სამოქმედო გეგმაში ასახა.  

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთად ხორციელდება. პროექტის მიზანია დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით, რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი.

სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების მეორე სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში
2017-09-15

2017 წლის 14 სექტემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის მსვლელობისას წევრების მიერ ჯგუფის სამუშაო აღწერილობა და რეგიონში ადვოკატირების კამპანიისთვის შერჩეული საკითხის ირგვლივ დეტალური სამოქმედო გეგმა გაიწერა.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთად ხორციელდება. პროექტის მიზანია დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით, რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი.

შეხვედრა ადგილობრივ დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ზუგდიდში
2017-09-11

2017 წლის 6 სექტემბერს ქ. ზუგდიდის ტექნოპარკში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
შეხვედრის მიზანი იყო რეგიონში ადვოკატირების კამპანიის საკითხის შერჩევა, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმირება და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა. საერთო პრობლემის და ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა ფარული კენჭისყრის საფუძველზე, გამჭვირვალეთ და მონაწილეთა აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
აღნიშნული შეხვედრა მოეწყო „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს რამდენიმე რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთად. პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU). 

ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის 03.09.2017
2017-09-04

2017 წლის 3 სექტემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველომ (LAG) ჩაატარა ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლების შესახებ. ტრენინგი ჩატარდა საბურთალოს რაიონის გამგეობაში. ტრენინგები ხორციელდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში საბურთალოს გამგეობის ბაზაზე შეიქმნა ტექნიკური დახმარების ცენტრი ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად, ასევე ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში.

სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების მეორე სამუშაო შეხვედრა ქუთაისში
2017-09-04

2017 წლის 1 სექტემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს ქუთაისის ოფისში პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონსა და სენაკში დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა ჩატარდა. 
შეხვედრის მსვლელობისას წევრების მიერ ჯგუფის სამუშაო აღწერილობა და რეგიონში ადვოკატირების კამპანიისთვის შერჩეული საკითხის ირგვლივ დეტალური სამოქმედო გეგმა გაიწერა. 
პროექტი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთად ხორციელდება და მისი მიზანია დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით, რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი. 

შეხვედრა ადგილობრივ დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქუთაისში
2017-08-23

2017 წლის 23 აგვისტოს ქ. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო წარმომადგენლები პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში ადგილობრივ დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო რეგიონში ადვოკატირების კამპანიის საკითხის შერჩევა, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმირება და შერჩეული გუნდის სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა. პრობლემისა და ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა ფარული კენჭისყრის საფუძველზე, გამჭვირვალე და დემოკრატიული პრინციპების დაცვით განხორციელდა.

პროექტი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთად ხორციელდება და მისი მიზანია საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).  

რადიო გადაცემა 8.08.2017
2017-08-14

ამა წლის 8 აგვისტოს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს წარმომადგენლებმა, პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისთვის“ გუნდის ხელმძღვანელმა, ნინა გელაშვილმა და იურისტმა, რუსუდან პაჭკორიამ რადიოს „ათინათი“ ეთერში საზოგადოებას პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გააცნეს.

პროექტი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთად ხორციელდება და მისი მიზანია საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი. 

ბმული - რადიო გადაცემა 8.08.2017

 

მრგვალი მაგიდა ქალაქ ქუთაისის მერიაში
2017-08-01

2017 წლის 1 აგვისტოს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით ქალაქ ქუთაისის მერიაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა ქუთაისის და წყალტუბოს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან. მრგვალი მაგიდის დროს განხილული იყო LAG-ის მიერ განხორციელებული „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მიგნებები და შედეგები. პროექტი ხორციელდება პარტნიორობით საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრა დასრულდა მხარეებს შორის ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით. მემორანდუმის მიზანია ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის და მათთვის სახელმწიფო და მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში.

ბმული - ქუთაისის მერიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

 

ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის 29-30.07.2017
2017-07-31

2017 წლის 29-30 ივლისს LAG კონსორციუმმა ჩაატარა ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლების შესახებ. ტრენინგი ჩატარდა საბურთალოს რაიონის გამგეობაში. ტრენინგები ხორციელდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში საბურთალოს გამგეობის ბაზაზე შეიქმნა ტექნიკური დახმარების ცენტრი ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად, ასევე ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში.

მრგვალი მაგიდა ქალაქ რუსთავის მერიაში
2017-07-28

2017 წლის 28 ივლისს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით ქალაქ რუსთავის მერიაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა რუსთავის და გარდაბნის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან. მრგვალი მაგიდის დროს განხილული იყო LAG-ის მიერ განხორციელებული „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მიგნებები და შედეგები. პროექტი ხორციელდება პარტნიორობით საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრა დასრულდა მხარეებს შორის ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით. მემორანდუმის მიზანია ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის და მათთვის სახელმწიფო და მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში.

ბმული  - რუსთავის მერიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის მონიტორინგი
2017-07-25

2017 წლის 24 ივლისს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველომ (LAG) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში უმასპინძლა ევროკავშირის მიერ გამოგზავნილ საერთაშორისო ექსპერტს, ბატონ ალი დასტგეერს, რომელიც პროექტის მონიტორინგის მიზნით ეწვია საქართველოს. ვიზიტის მსვლელობისას ბატონი ალი გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და შეხვდა თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელს, გაესაუბრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს და გაეცნო პროექტის ფარგლებში შექმნილი ამხანაგობების საქმიანობას. ასევე, მან მოინახულა საბურთალოს გამგეობის ბაზაზე არსებული ტექნიკური დახმარების ცენტრი, რომელიც შეიქმნა ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად და ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით.

სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურთან ქუთაისსა და ზუგდიდში_2017
2017-07-25

2017 წლის 14 და 21 ივლისს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურთან ქუთაისსა და ზუგდიდში. შეხვედრების დროს პრაქტიკოსმა იურისტებმა გაცვალეს ინფორმაცია და გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამართლებრივი საქმეებზე მუშაობის შესახებ. საუბარი ძირითადად შეეხო დევნილთა სტატუსთან და განსახლებასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკას, განსახლების კომისიის მუშაობას, #320 ბრძანებაში განხორციელებულ ცვლილებებს და სხვა. შეხვედრები ორგანიზებული იყო „უფასო იურიდიული დახმარება დევნილთათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული არის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (ბმა) დაარსების ხელშეწყობა
2017-07-24

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში LAG კონსორციუმის წარმომადგენელი ხელს უწყობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (ბმა) შექმნას, მათ შორის უზრუნველყოფს იუსიტიციის სამინისტროს უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრიდან ბმა წევრთა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოთხოვას, ბმა-ს დაარსებისათვის (კრების ოქმის და წესდების) ნოტარიული მომსახურების ხარჯების გაწევას, ბეჭდის დამზადებას და შუამდგომლობას უწევს შესაბამისი რაიონის გამგეობაში მის აღრიცხვაზე აყვანას. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით.

სამართლებრივი კონსულტაციები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისთვის
2017-07-24

LAG კონსორციუმის წარმომადგენელი აგრძელებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის და განვითარების ხელშეწყობას „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში. საველე გასვლების დროს პროექტის იურისტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებს და წევრებს სთავაზობს სამართლებრივ კონსულტაციებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. საბურთალოს გამგეობის ბაზაზე შეიქმნა ტექნიკური დახმარების ცენტრი ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად, ასევე ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით.

ტრენინგი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა“_12-14 ივლისი 2017
2017-07-18

2017 წლის 12, 13 და 14 ივლისს, ქალაქ გორში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) მიერ ქვემო ქართლში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოქმედ არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა“.
ტრენინგი ორგანიზებული იქნა „უფრო სამართლიანი საზოგადოებისკენ“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) პარტნიორობით, დანიის სამოქალაქო განვითარების ფონდის (CISU) ფინანსური მხარდაჭერით.

ქუთაისში და წყალტუბოში სამუშაო შეხვედრები თემაზე: „გენდერული ძალადობის იდენტიფიკაცია და მასზე რეაგირების საკითხები”
2017-07-04

LAG კონსორციუმის უსაფრთხოების გუნდმა ქუთაისში და წყალტუბოში დაასრულა სამუშაო შეხვედრების ციკლი თემაზე: „გენდერული ძალადობის იდენტიფიკაცია და მასზე რეაგირების საკითხები”, რომელიც მიზნად ისახავდა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის ცნობიერების დონის ამაღლებას. სამუშაო შეხვედრები ხორციელდება „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“ (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SCI)-თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით. 

სამუშაო შეხვედრა "ტექნიკური დახმარების ცენტრის განვითარების გეგმა"_26.06.2017
2017-06-28

2017 წლის 26 ივნისს LAG კონსორციუმის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ტექნიკური დახმარების ცენტრის და საბურთალოს გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციის წარმომადგენელთან, სადაც განხილული იყო თანამშრომლობის შესაძლებლობები და საბურთალოს გამგეობის ბაზაზე არსებული ტექნიკური დახმარების ცენტრის განვითარების გეგმა. შეხვედრა განხორციელდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში საბურთალოს გამგეობის ბაზაზე შეიქმნა ტექნიკური დახმარების ცენტრი ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად, ასევე ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში.

ტრენინგი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა“_26 ივნისი 2017
2017-06-28

2017 წლის 26 ივნისს, ქალაქ ზუგდიდში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს მიერ სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში ფუნქციონირებად სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგის „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა“ ჩატარებით შესაძლებლობების ზრდის პირველი ეტაპი დასრულდა.

ანალოგიური ტრენინები აღმოსავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კი, შიდა და ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წევრებს ივლისის შუა რიცხვეში ჩაუტარდებათ.

LAG კონსორციუმის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, დანიის სამოქალაქო განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის მიზანია დევნილთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. ამ მიზნით, პარტნიორი ორგანიზაციები - ლტოლვილთა დანიის საბჭო, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ბენეფიციარებს უფლებების, ადვოკატირების, კომუნიკაციისა და პროექტების მართვის მიმართულებით გადაამზადებენ. 

ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის 24-25.06.2017
2017-06-26

2017 წლის 24-25 ივნისს LAG კონსორციუმმა და მდგრადი განვითარების ცენტრმა - რემისია ჩაატარეს ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლების და ენერგოეფექტურობის შესახებ. ტრენინგი ჩატარდა მთაწმინდის გამგეობაში. ტრენინგები ხორციელდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში საბურთალოს გამგეობის ბაზაზე შეიქმნა ტექნიკური დახმარების ცენტრი ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად, ასევე ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში.

რუსთავში და გარდაბანში სამუშაო შეხვედრები თემაზე: „გენდერული ძალადობის იდენტიფიკაცია და მასზე რეაგირების საკითხები”
2017-06-23

LAG კონსორციუმის უსაფრთხოების გუნდმა გარდაბანში და რუსთავში ცნობიერების დონის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის ჩაატარა სამუშაო შეხვედრები თემაზე: „გენდერული ძალადობის იდენტიფიკაცია და მასზე რეაგირების საკითხები”. სამუშაო შეხვედრები ხორციელდება „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“ (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SCI)-თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით. LAG კონსორციუმი გულწრფელ მადლობას უხდის ბ-ნ გოჩა ჯამარაულს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს მასპინძლობისთვის.

სამართლებრივი კონსულტაციები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისთვის_მაისი 2017
2017-06-23

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, LAG კონსორციუმის წარმომადგენელი ხელს უწყობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნას და განვითარებას. საველე გასვლების დროს პროექტის იურისტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებს და წევრებს სთავაზობს სამართლებრივ კონსულტაციებს. საბურთალოს გამგეობის ბაზაზე შეიქმნა ტექნიკური დახმარების ცენტრი ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად, ასევე ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით.

ტრენინგი სათემო ორგანიზაციებისთვის_19.06.2017
2017-06-22

2017 წლის 19 ივნისს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს ქუთაისის ოფისში იმერეთის რეგიონში ფუნქციონირებად სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. აღნიშნული ტრენინგის თემა იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა.

ღონისძიების მსვლელობისას, მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა დევნილის ცნების დეფინიცია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დევნილის სტატუსი (მინიჭება, ჩამორთმევა, შეჩერება), დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვა, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამები, საერთაშორისო ინსტრუმენტებით დადგენილი სტანდარტები და ა.შ.)

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, მონაწილეებმა იმსჯელეს გავლილი საკითხების პრაქტიკულ ასპექტებზე, განიხილეს ეროვნული სასამართლო პრაქტიკა.

LAG კონსორციუმის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, დანიის სამოქალაქო განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის მიზანია დევნილთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. ამ მიზნით, პარტნიორი ორგანიზაციები - ლტოლვილთა დანიის საბჭო, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ბენეფიციარებს უფლებების, ადვოკატირების, კომუნიკაციისა და პროექტების მართვის მიმართულებით გადაამზადებენ. 

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის_16.06.2017
2017-06-22

2017 წლის 16 ივნისს ლტოლვილთა დანიის საბჭოს ზუგდიდის ოფისმა არასამთავრობო ორგანიზაციის - კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება (LAG) საქართველოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგს უმასპინძლა. ტრენინგი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა“ იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ.

ღონისძიების მსვლელობისას, LAG კონსორციუმის თანამშრომლებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა დევნილის ცნების დეფინიცია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დევნილის სტატუსი (მინიჭება, ჩამორთმევა, შეჩერება), დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვა, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამები, საერთაშორისო ინსტრუმენტებით დადგენილი სტანდარტები და ა.შ.)

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. პრაქტიკოს ადვოკატებს პროფესიულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ღონისძიებით გათვალისწინებულ თემებზე მსჯელობის შესაძლებლობა მიეცათ. კერძოდ, თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, მონაწილეებმა იმსჯელეს გავლილი საკითხების პრაქტიკულ ასპექტებზე, განიხილეს ეროვნული სასამართლო პრაქტიკა.

LAG კონსორციუმის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, დანიის სამოქალაქო განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის მიზანია დევნილთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. ამ მიზნით, პარტნიორი ორგანიზაციები - ლტოლვილთა დანიის საბჭო, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ბენეფიციარებს უფლებების, ადვოკატირების, კომუნიკაციისა და პროექტების მართვის მიმართულებით გადაამზადებენ. 

შეხვედრა ქალაქ თბილისის მერთან
2017-06-20

2017 წლის 14 ივნისს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) და დემოკრატიული მმართველობის და ინოვაციების ინსტიტუტის წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას. შეხვედრაზე ორგანიზაციებმა თბილისის მერს მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე პროექტების და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ. კერძოდ, განხილული იყო პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“.

პროექტი მიზნად ისახავს თბილისში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობით საბინაო მართვის პროცესში. ქალაქის მერს მიეწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გაძლიერებული სამიზნე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და საბურთალოს გამგეობის ბაზაზე შექმნილი ტექნიკური დახმარების ცენტრის (TAC) შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს საკონსულტაციო და ტექნიკურ დახმარებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.  პროექტის განხორციელება LAG კონსორციუმმა დაიწყო  2016 წლის მაისში მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით,  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

LAG-ი ეძებს მასპინძელ ოჯახს ამერიკელი მოხალისესთვის!
2017-06-16

კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) ეძებს მასპინძელ ოჯახს ამერიკელი მოხალისესთვის!

„მშვიდობის კორპუსის“ პროგრამის ფარგლებში LAG ეძებს მასპინძელ ოჯახს ამერიკელი მოხალისესთვის 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის ათვლაც დაიწყება 2017 წლის სექტემბრიდან. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურულ გაცვლას. მასპინძელი ოჯახის დახმარებით, მოხალისე ახლოს ეცნობა ქართულ კულტურასა და ცხოვრების წესს, ხოლო მასპინძელი ოჯახი მოხალისის დახმარებით ეცნობა ამერიკულ კულტურას.

მოხალისე დაკავებული იქნება LAG-ის ოფისში 9:00-დან 17:00 საათამდე სამუშაო დღეების განმავლობაში. სამუშაო საათების შემდეგ, ისევე როგორც არასამუშაო დღეებში, მოხალისეს უნდა ჰქონდეს პირად სივრცეში, თავის ოთახში მოსვენების შესაძლებლობა. ამას უზრუნველყოს მასპინძელი ოჯახი მოხალისესთვის ცალკე ოთახის გამოყოფით, სადაც მას უნდა ჰქონდეს გამოყოფილი თავისი საწოლი, კარადა, მაგიდა და სკამი. სხვა მხრივ, მოხალისე ისარგებლებს იმავე საშუალებებით (მაგ: სამზარეულო, აბაზანა და სხვ.), როგორც მასპინძელი ოჯახის სხვა წევრები.

ამისათვის მასპინძელი ოჯახი მიიღებს 375.00 (სამასსამოცდათხუთმეტი) ლარს ყოველთვიურად, რაც არ წარმოადგენს ბინის ქირას, არამედ ეს არის მოხალისის კვების და მის მიერ მოხმარებული კომუნალური მომსახურების ხარჯის დასაფარი თანხა.

მოხალისის სქესი და ასაკი წინასწარ არ არის ცნობილი მის ჩამოსვლამდე.

დაინტერესებულმა ოჯახებმა გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე lag@lag.ge

ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის 10-11.06.2017
2017-06-14

2017 წლის 10-11 ივნისს LAG კონსორციუმმა და მდგრადი განვითარების ცენტრმა - რემისია ჩაატარეს ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლების და ენერგოეფექტურობის შესახებ. ტრენინგი ჩატარდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) ერთად.

საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში
2017-05-30

2017 წლის 23 და 25 მაისს „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელოს,  იმერეთისა და აჭარის რეგიონებში დევნილ მოსახლეობასთან მომუშავე სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ქალაქებში ქუთაისი და ზუგდიდი.

კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს წარმომადგენლების მიერ შეხვედრების მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებზე. აღნიშნული შეხვედრების ფორმატში წარიმართა მსჯელობა იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც სამეგრელოს, იმერეთსა და აჭარის რეგიონებში დევნილთა თემებს აწუხებთ. განისაზღვრა და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები.

პროექტის მიზანია საქართველოში დევნილთა თემებისა და მათზე მომუშავე ინსტიტუტების მობილიზაციის, შესაძლებლობების გაზრდით, ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვით და კავშირების დამყარება/გაფართოებით შეიქმნას და გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობა საქართველოში და მოწყვლად თემებს საჭირო დახმარება აღმოეჩინოთ, რათა მათ ანგარიშვალდებულ პირებთან საკუთარი უფლებების სათანადოდ ადვოკატირება შეძლონ. პროექტი ხორციელდება  ლტოლვილთა დანიის საბჭოს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო შეხვედრა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვა და ენერგოეფექტური სანაცია - საქართველოს და გერმანიის გამოცდილება“
2017-05-04

2017 წლის 4 მაისს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართელოს (LAG) და მდგრადი განვითარების ცენტრის - რემისია ორგანიზებით „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში  ჩატარდა სამუშაო შეხვედრა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვა და ენერგოეფექტური სანაცია - საქართველოს და გერმანიის გამოცდილება“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) ერთად. შეხვედრის დროს განხილული იყო საქართველოსა და გერმანიაში მიღწეული წარმატებები და არსებული გამოწვევები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რის შემდეგაც გერმანელი პარტნიორები გაეცნენ საბურთალოს გამგეობაში შექმნილი ტექნიკური დახმარების ცენტრის მუშაობას და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების პროცესს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის 29-30.04.2017
2017-05-01

2017 წლის 29-30 აპრილს LAG კონსორციუმმა და მდგრადი განვითარების ცენტრმა - რემისიამ ჩაატარეს ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლების და ენერგოეფექტურობის შესახებ. ტრენინგი ჩატარდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) ერთად.

რადიო გადაცემა 27.04.2017
2017-05-01

2017 წლის 24 აპრილს LAG კონსორციუმის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს რადიო გადაცემაში და ისაუბრეს დევნილთა უფლებრივ მდგომარეობაზე და გენდერულ თანასწორებაზე. გადაცემას ასევე ესწრებოდა ნათია ხაინდრავა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში. ქალბატონმა ნათიამ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმა. რადიო გადაცემა განხორციელდა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SC)-თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგები ქალთა უფლებების შესახებ
2017-04-28

LAG კონსორციუმის გენდერული ძალადობის სპეციალისტოი „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ატარებს ტრენინგებს ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის და სამართლიანობის შესახებ. ტრენინგი განკუთვნილია უფრო კლასის მოსწავლეებისათვის და მიზნად ისახავს ინფორმაციის მიწოდებას გენდერის, როგორც სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ფენომენის შესახებ, გენდერული სტერეოტიპების გავლენის შესახებ ქალების ცხოვრებაზე, ადრეული ქორწინების პრევენციასა და ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზებისა და მისგან თავდაცვის მექანიზმების შესახებ.

ფინანსური ტრენინგი
2017-04-24

2017 წლის 20-22 აპრილს, LAG კონსორციუმმა განმახორციელებელი პარტნიორებისთვის ჩაატარა ტრენინგი ფინანსების, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებზე.

ჯგუფური შეხვედრა ბავშვებთან
2017-04-10

LAG კონსორციუმის უსაფრთხოების გუნდმა ჩაატარა ჯგუფური შეხვედრა ბავშვებთან თემაზე: ეფექტური კომუნიკაცია. შეხვედრები ხორციელდება „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SCI)-თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგები პოზიტიურ მშობლობაზე
2017-04-05

LAG კონსორციუმის უსაფრთხოების გუნდმა დაასრულა ტრენინგების ციკლი პოზიტიურ მშობლობაზე და ინკლუზიურ განათლებაზე ყველა სამიზნე ქალაქში. ტრენინგები განხორციელდა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SC)-თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგი პოზიტიურ მშობლობაზე გარდაბანში
2017-03-27

LAG კონსორციუმის უსაფრთხოების გუნდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პოზიტიური მშობლობა, ინკლუზიური და სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობები“. LAG კონსორციუმი გულწრფელ მადლობას უხდის ბ-ნ გოჩა ჯამარაულს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს მასპინძლობისთვის.

ტრენინგები ხორციელდება „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“ (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SCI)-თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

„ევროპის კოლეჯის“ სტუდენტების ვიზიტი
2017-03-23

2017 წლის 23 მარტს, LAG კონსორციუმის ხელშეწყობით „ევროპის კოლეჯის“ სტუდენტების 60 კაციანმა ჯგუფმა ვარშავიდან, პოლონეთი მოინახულა დევნილთა წეროვანის დასახლება. დასახლების მონახულება განხორციელდა საქართველოში 2 დღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში. დასახლებაში შეხვედრას უმასპინძლეს დევნილთა სათემო ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისათვის“ და ახალგორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებმაც სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია დასახლების ისტორიის და იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ, ასევე უპასუხეს სტუდენტების სხვადასხვა შეკითხვებს. LAG კონსორციუმი გულწრფელ მადლობას უხდის ქ-ნ ნანა ჩქარეულს, „უკეთესი მომავლისათვის“ აღმასრულებელ დირექტორს და ბ-ნ ნუგზარ თინიკაშვილს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ვიზიტის თანაორგანიზებისთვის და მასპინძლობისთვის.

ტრენინგი პოზიტიურ მშობლობაზე
2017-03-17

2017 წლის 14-15 მარტს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ (GASW) ჩაუტარა ტრენინგი LAG კონსორციუმის თანამშრომლებს პოზიტიური მშობლობის და ინკლუზიური განათლების თემატიკაზე. ტრენინგის დროს განხილული იქნა სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ოჯახური მართვის სტილი, აგრესიის მართვა, სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების საგანმანათებლო მოთხოვნები და ა.შ.

ვიზიტი წყალტუბოს დევნილთა ჩასახლებაში
2017-03-14

2017 წლის 6 მარტს, LAG კონსორციუმმა საერთაშორისო ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვებთან ერთად უმასპინძლა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ვიზიტს წყალტუბოს დევნილთა ჩასახლებაში. დევნილებთან შეხვედრისას ყურადღება მიექცა ჩასახლების პრობლემატიკას და საჭიროებებს.

ვაკანსია LAG კონსორციუმში!
2017-03-02

ვაკანსია LAG კონსორციუმში!

იხილეთ ბმული.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება
2017-02-28

LAG კონსორციუმი შეუერთდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას დევნილთა შემწეობის რეფორმასთან დაკავშირებით. დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე.

დევნილთა შემწეობა
2017-02-28

2017 წლის 5 თებერვალს, LAG კონსორციუმის წევრი ორგანიზაციის - საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის ხელმძღვანელმა ბ-ნ ირაკლი ბოკუჩავამ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა დევნილთა შემწეობის შესახებ და საჭიროებაზე მორგებულ დახმარებაზე.

გადაცემა

2017 წლის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა
2017-01-20

2017 წლის 17 იანვარს, თბილისში გაიმართა LAG კონსორციუმის საკოორდინაციო შეხვედრა. LAG-მა და წევრი / პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს მიმდინარე პროექტები, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები და 2017 წლის ინიციატივები.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
2016-12-28

LAG კონსორციუმი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ, რომ 2017 წელი ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყო თქვენს პირად ცხოვრებაში და პროფესიულ საქმიანობაში.

 

ტრენინგები დევნილთა უფლებების შესახებ
2016-12-28

LAG კონსორციუმის უსაფრთხოების გუნდმა სამიზნე თემებში გარდაბანში, ქუთაისსა და წყალტუბოში ჩაატარა ტრენინგების სერია თემებზე: „დევნილის სტატუსი და უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალური დაცვის სისტემა და ბავშვთა შრომა“. ტრენინგები ხორციელდება „ადამიანის უფლებების და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“ (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SCI)-თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

ვაკანსიები LAG კონსორციუმში
2016-12-21

ვაკანსიები LAG კონსორციუმში:

1) კონსულტანტი - გენდერული ძალადობის სპეციალისტი

2) კონსულტანტი - ფსიქოლოგი

ტრენინგი ბერლინში
2016-12-21

2016 წლის 4-10 დეკემბერს, LAG კონსორციუმმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში ბერლინში, გერმანია, რომელიც ჩატარდა „სახლი - გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ პროექტის ფარგლებში. მოწვეულმა სტუმრებმა გაუზიარეს ერთმანეთს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების საფუძვლები. ბერლინის შეხვედრა აგრძელებს სამუშაო შეხვედრების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს ტექნიკური დახმარების ცენტრების (TACs) პროფესიული ცოდნის და შესაძლებლობების გაძლიერებას პარტნიორ ქვეყნებში. ტექნიკური დახმარების ცენტრები შეიქმნა ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად, ასევე ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში. 

ქართულ-აფხაზური შეხვედრა
2016-12-21

2016 წლის 13-16 დეკემბერს LAG კონსორციუმმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრაში. ქართული და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის ძალისხმევითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნილი დიალოგის ეს ფორმატი 2014 წლიდან მიმდინარეობს და შეხვედრების რეგულარულ ციკლს მოიცავს. იგი ევროსაბჭოს პოლიტიკური დირექტორატის ნდობის აღდგენის ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის აღდგენას.

რადიო გადაცემა თბილისში
2016-12-16

2016 წლის 1 დეკემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს პროგრამის მენეჯერმა, ბ-მა დიმიტრი ზვიადაძემ, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბ-მა ირაკლი უჯმაჯურიძემ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბ-მა ნუკრი მილორავამ რადიო გადაცემაში "უფლება და თავისუფლება" იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებზე ისაუბრეს.
რადიო გადაცემა 

სამუშაო შეხვედრა თბილისში 2016
2016-12-01

2016 წლის 1 დეკემბერს კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) გამართა სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან თბილისში. შეხვედრა ჩატარდა “უფასო იურიდიული დახმარება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის” პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) მიერ. შეხვედრის დროს პრაქტიკოსმა იურისტებმა იმსჯელეს დევნილებთან დაკავშირებულ მიმდინარე საქმეებზე და რეფერალურ მექანიზმზე, რომელიც შეთანხმებული იყო 2016 წლის აპრილში ხელმოწერილი ურთიერთთანმაშრომლობის მემარანდუმით.

ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის 25.11.2016
2016-11-28

2016 წლის 25 ნოემბერს LAG კონსორციუმმა და მდგრადი განვითარების ცენტრმა - რემისიამ ჩაატარეს ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლების და ენერგოეფექტურობის შესახებ. ტრენინგი ჩატარდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) ერთად.

პროექტის პრეზენტაცია
2016-11-14

2016 წლის 28 ოქტომბერს და 11 ნოემბერს, ქუთაისსა და რუსთავში გაიმართა LAG კონსორციუმმა მოაწყო შეხვედრა მოქმედ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის დროს მოხდა ახალი პროქტის პრეზენტაცია „ადამიანის უფლებების და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტის მიზანია რუსთავში, გარდაბანში, ქუთაისსა და წყალტუბოს თემში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტი ახორციელებს „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“ (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SC) - თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

2016 წლის მესამე საკოორდინაციო შეხვედრა
2016-11-03

2016 წლის 3 ნოემბერს, თბილისში გაიმართა LAG კონსორციუმის საკოორდინაციო შეხვედრა. LAG-მა და წევრი / პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს კონსორციუმის პროექტები და აქტივობები, ახალი ინიციატივები და რეფერალური მექანიზმი. 

ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის
2016-11-02

2016 წლის 1 ნოემბერს LAG კონსორციუმმა ჩაატარა ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის და ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლების შესახებ. ტრენინგი ჩატარდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) ერთად.

ტრენინგი „იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებების დაცვა: ევროპის საბჭოს სტანდარტები და ეროვნული გამოწვევები“
2016-10-11

2016 წლის 1 და 2 ოქტომბერს, უკრაინაში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებების დაცვა: ევროპის საბჭოს სტანდარტები და ეროვნული გამოწვევები“. ტრენინგი ჩატარდა ახლად შექმნილი „დროებით ოკუპირებული ტერიტორიების და იძულებით გადაადგილებულ პირთა“ სამინისტროსთვის უკრაინაში. დიმიტრი ზვიადაძე, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს თავმჯდომარე, მოწვეული იქნა საქართველოში იძულებით გადაადგილების პოლიტიკასთან დაკავშირებული გამოცდილების გასაზიარებლად.

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში 2016
2016-09-21

2016 წლის 19 სექტემბერს კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) და მისმა პარტნიორმა - სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტმა გამართეს სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებთან ზუგდიდში. შეხვედრა ჩატარდა “უფასო იურიდიული დახმარება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის” პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) მიერ. შეხვედრის დროს პრაქტიკოსმა იურისტებმა იმსჯელეს დევნილებთან დაკავშირებულ მიმდინარე საქმეებზე და რეფერალურ მექანიზმზე, რომელიც შეთანხმებული იყო 2016 წლის აპრილში ხელმოწერილი ურთიერთთანმაშრომლობის მემარანდუმით.

სამუშაო შეხვედრა ქუთაისში 2016
2016-09-15

2016 წლის 14 სექტემბერს კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) და მისმა პარტნიორმა - ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლმა გამართეს სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებთან ქუთაისში. შეხვედრა ჩატარდა “უფასო იურიდიული დახმარება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის” პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) მიერ. შეხვედრის დროს პრაქტიკოსმა იურისტებმა იმსჯელეს დევნილებთან დაკავშირებულ მიმდინარე საქმეებზე და რეფერალურ მექანიზმზე, რომელიც შეთანხმებული იყო 2016 წლის აპრილში ხელმოწერილი ურთიერთთანმაშრომლობის მემარანდუმით. შეხვედრას ასევე ესწრებოდა UNHCR-ის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელი. 

ვაკანსია LAG კონსორციუმში!
2016-09-08

"კონსორციუმი სამართლებრივი სამართლებრივი დახმარება საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური და ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საბურთალოს გამგეობასთან
2016-09-02

2016 წლის 2 სექტემბერს კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველომ, მდგრადი განვითარების ცენრტ - რემისიასთან ერთად ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საბურთალოს რაიონის გამგეობასთან. მემორანდუმი მიზნად ისახავს თბილისში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობას და ტექნიკური დახმარების ცენტრის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს საკონსულტაციო და ტექნიკურ მომსახურებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის.

სამუშაო შეხვედრა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება“
2016-08-31

2016 წლის 31 აგვისტოს LAG კონსორციუმმა მოაწყო სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სახლი - გზად საბინაო სექტორის რეფორმირებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში“ პროექტის პარტნიორებისათვის საქართველოში. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრი „აფხაზეთი“, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირი “პროგრესი”.

ტრენინგი საბურთალოს გამგეობის კონსულტანტებისთვის
2016-08-19

2016 წლის 17-18 აგვისტოს LAG კონსორციუმმა და მდგრადი განითარების ცენტრმა - რემისია ჩაატარა ერთობლივი ტრენინგი საბურთალოს გამგეობის „მართე შენი ქალაქის“ პროექტის კონსულტანტებისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების და შენობების ენერგოეფექტურობის ღონისძიებების შესახებ. ტრენინგი ჩატარდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) ერთად.

ტური ხევსურეთში
2016-08-15

2016 წლის 6-7 აგვისტოს LAG კონსორციუმი და ჩვენი განმახორცილებელი პარტნიორები ვიყავით ხევსურეთში, სადაც მოვინახულეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - შატილი და მუცო. განსაკუთრებული მადლობა ჩვენ კოლეგებს და მეგობრებს ანი იმედაშვილს საოცარი გიდობისთვის და ლევან შაშიაშვილს მშვენიერი სურათებისთვის.

ნორვეგიის კონსტიტუციის დღე 2016
2016-05-23

20 მაისს, ნორვეგიის სამეფოს საელჩომ გამართა მიღება თბილისის სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია-ში მიძღვნილი ნორვეგიის კონსტიტუციის დღისადმი ანუ ეროვნული დღისადმი, რომელიც აღინიშნება 17 მაისს. გულწრფელად ვულოცავთ ნორვეგიას!

UNHCR-ის ტრენინგი პარტნიორებისათვის
2016-05-10

2016 წლის 10-11 მაისს, LAG კონსორციუმმა მონაწილეობა მიიღო UNHCR-ის ტრენინში პარტნიორებისათვის.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვიზიტი
2016-04-20

2016 წლის 20 აპრილს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველომ „სამართლებრივი დახმარება საქართველოში ადგილნაცვალ პირებისთვის 2014–17 წწ.“ პროექტის ფარგლებში უმასპინძლა ყოველწლიურ შეხვედრას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან, ქალბატონ კეტრინ ოსლანდ ნეტლანდთან. ვიზიტის მსვლელობისას ქალბატონი კეტრინი გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და მოინახულა პროექტის ფარგლებში მოცული დევნილთა კოლექტიური ცენტრები თბილისში.

თანამშრომლობის მემორანდუმი იურიდიული დახმარების სამსახურთან (LAS)
2016-04-18

2016 წლის 18 აპრილს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს თავჯდომარემ, დიმიტრი ზვიადაძემ, და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას, იმუშავებენ იურისტების უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე და შექმნიან რეფერალურ მექანიზმს.

2016 წლის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა
2016-03-22

2016 წლის 22 მარტს, თბილისში გაიმართა LAG კონსორციუმის საკოორდინაციო შეხვედრა. LAG-მა და წევრი / პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს კონსორციუმის პროექტები, აქტივობები და მომავალი გეგმები.

კონფერენცია „მიგრაციის გამოწვევები სამხრეთ კავკასიასა და რეგიონში“
2016-03-21

2016 წლის 21 მარტს LAG კონსორციუმმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „მიგრაციის გამოწვევები სამხრეთ კავკასიასა და რეგიონში“, რომელიც ორგანიზებულ იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის მიერ. სხდომას ესწრებოდნენ როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

UNHCR-ის 2017-2019 სტრატეგია
2016-03-16

2016 წლის 14 მარტს, LAG კონსორციუმმა მონაწილეობა მიიღო UNHCR-ის დაინტერესებულ მხარეებთან ქვეყნის სამუშაო გეგმასთან დაკავშირებულ წლიურ საკონსულტაციო შეხვედრაში. მონაწილეები გაეცნენ UNHCR-ის 2017-2019 წლების მთავარ სტრატეგიულ მიმართულებებს და მონაწილეობა მიეღეს შემდეგი ოთხი სამუშაო ჯგუფის თემატურ დისკუსიაში: 1) სამართლებრივი ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები; 2) ფიზიკური უსაფრთხოება და სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენცია; 3) ადგილობრივი ინტეგრაცია და ნატურალიზაცია და 4) საჭიროებაზე მორგებული დახმარება და განვითარება.

სასწავლო ვიზიტი
2016-03-10

2016 წლის 8 მარტს, LAG კონსორციუმის ხელშეწყობით „ევროპის კოლეჯის“ სტუდენტების 50 კაციანმა ჯგუფმა ვარშავიდან, პოლონეთი მოინახულა დევნილთა წეროვანის დასახლება. დასახლების მონახულება განხორციელდა საქართველოში 2 დღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში. დასახლებაში შეხვედრას უმასპინძლეს დევნილთა სათემო ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისათვის“ და ახალგორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებმაც სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია დასახლების ისტორიის და იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ, ასევე უპასუხეს სტუდენტების სხვადასხვა შეკითხვებს. LAG კონსორციუმი გულწრფელ მადლობას უხდის ქ-ნ ნანა ჩქარეულს, „უკეთესი მომავლისათვის“ აღმასრულებელ დირექტორს და ბ-ნ ნუგზარ თინიკაშვილს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ვიზიტის თანაორგანიზებისთვის და მასპინძლობისთვის.

მრგვალი მაგიდა „იძულებით გადაადგილება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში - საქართველოს შემთხვევა“
2016-03-09

2016 წლის 11 თებერვალს, LAG კონსორციუმის თავმჯდომარე, დიმიტრი ზვიადაძე, მოწვეულ იქნა, როგორც ერთ-ერთი თანამომხსენებელი, „ევროპის კოლეჯის“, ვარშავა, პოლონეთი, მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში „იძულებით გადაადგილება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში - საქართველოს შემთხვევა“ მონაწილეობის მისაღებად. ევროპული სამეზობლოს პოლიტიკის მასპინძლის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მიზანი იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების წარსულის და აწმყოს გაცნობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის განხილვა ადამიანის უფლებების და კარგი მმართველობის, ადგილობრივი და რეგიონული სოციალ-ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების ჭრილში. ასევე, მრგვალი მაგიდა მიზნად ისახავდა ევროკავშირის და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მიმოხილვას საქართველოში იძულებით გადაადგილების ფენომენის უფრო ფართო, რეგიონულ კონტექსტში განხილვით. თანამომხსენებლებს შორის იყვნენ პროფესორი, დოქტორი ბ-ნი ჩიარან ბურკე, ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, იენა და ქ-ნი სიგრიდ ბრეტელი, ევროკომისიის საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერი სამხრეთ კავკასიაში, ბრიუსელი. ღონისძიებას თავმჯდომარეობდა პროფესორი ბ-ნი ტობიას შუმახერი, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკის თავმჯდომარე, ევროპის კოლეჯი, ნატოლინი.

კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების საარსებო წყაროებით მხარდაჭერა
2016-02-17

2016 წლის 17 თებერვალს, მოეწყო კონფერენცია “კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების საარსებო წყაროებით მხარდაჭერის” შესახებ ბეტსის სასტუმროში, თბილისში. კონფერენციის მსვლელობისას წარდგენილ იყო ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული და Human Dynamics, DRC/CHCA და ACF-ის მიერ განხორციელებული ოთხი კვლევა საქართველოში დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და საარსებო წყაროების საჭიროებების შესახებ. განხილული იყო დევნილის სტატუსიდან საჭიროებაზე მორგებული დახმარების რეფორმის ინიცირების საკითხი. LAG კონსორციუმის ხელშწყობით წარდგნილ იქნა დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის სამოქმედო გეგმა და ფასილიტაცია გაეწია სესიას ამ სამოქმედო გეგმის კავშირის შესახებ შესაბამისი სამინისტროების პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებთან.

ონლაინ კონსულტაციები
2016-01-29

2016 წლის იანვარს LAG კონსორციუმმა აამოქმედა საცდელი ონლაინ კონსულტაციების მექანიზმი თავისი Facebook-ის (https://www.facebook.com/LAG-Consortium) და ვებ-გვერდის (www.lag.ge) საშუალებით, რის შედეგად ბენეფიციარებს საშუალება მოეცემათ დასვან კითხვები და მიიღონ სრულფასოვანი პასუხები. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ Facebook-ზე და ვებ-გვერდზე და ჩვემ გიპასუხებთ უახლოეს ვადაში.

კონფერენცია
2016-01-23

2015 წლის 23 იანვარს LAG კონსორციუმმა მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო არასამთავრობო ორგანზაციების მიერ მომზადებული თემატური რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. LAG კონსორციუმის თავჯდომარემ, დიმიტრი ზვიადაძემ, წარადგინა რეკომენდაციები დევნილთა უფლებების შესახებ.

საკოორდინაციო შეხვედრა 3
2015-11-19

2015 წლის 20 ნოემბერს, თბილისში გაიმართა LAG კონსორციუმის საკოორდინაციო შეხვედრა. LAG-მა და წევრი / პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს კონსორციუმის აქტივობები და მომავალი გეგმები.

რადიო გადაცემა
2015-11-10

5 ნოემბერს LAG კონსორციუმის პროექტის მენეჯერმა დიმიტრი ზვიადაძემ რადიო გადაცემაში "უფლება და თავისუფლება" ისაუბრება დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესზე.


http://radio1.ge/ge/videos/view/152164.html

შეხვედრა UNHCR-ის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან ჟენევიდან
2015-11-04

2015 წლის 4 ნოემბერს LAG კონსორციუმი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) სხვა პარტნიოერებთან ერთად შეხვდა UNHCR-ის სამხრეთ კავკასიის საქმიანობის სადამკვირვებლო მისიის წევრებს ჟენევიდან. შეხვედრის დროს მხარეებმა იმსჯელეს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების პერსპექტივებზე ადგილნაცვალი პირებისთვის და დევნილობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

სამუშაო შეხვედრა
2015-07-15

2015 წლის 15 ივლისს, LAG კონსორციუმმა გამართა სამუშაო შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან. შეხვედრის დროს განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები.

საკოორდინაციო შეხვედრა
2015-07-03

2015 წლის 2 ივლისს, თბილისში გაიმართა LAG კონსორციუმის საკოორდინაციო შეხვედრა. წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და NRC-ის ყოფილმა თანამშრომლებმა განიხილეს LAG კონსორციუმის აქტივობები და მომავალი გეგმები

ნორვეგიის კონსტიტუციის დღე
2015-05-15

15 მაისს, ნორვეგიის სამეფოს საელჩომ გამართა მიღება თბილისის სასტუმრო „Rooms“-ში მიძღვნილი ნორვეგიის კონსტიტუციის დღისადმი ანუ ეროვნული დღისადმი, რომელიც აღინიშნება 17 მაისს. გულწრფელად ვულოცავთ ნორვეგიას!

გრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტები
2015-04-29

2015 წლის 28 აპრილს, გრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოინახულეს LAG კონსორციუმის ოფისი. LAG კონსორციუმის წარმომადგენლებმა შეატყობინეს სტუდენტებს ორგანიზაციის პროექტების და აქტივობების შესახებ. NRC-ის საქართველოდან გასვლა და LAG კონსორციუმის შემდგომი განვითარება აქტიურად იყო განხილული მონაწილეებს შორის.

აუდიტი
2015-03-17

2015 წლის 11-13 მარტს, Moore Stephens, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საბუღალტრო და საკონსულტაციო ქსელი, ჩაატარა LAG კონსორციუმის პროექტის „უფასო იურიდიული დახმარება საქართვეოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის (დევნილთათვის)“ აუდიტი. პროექტი დაფინანსებული იყო UNHCR-ის მიერ.

გამგეობის შეხვედრა
2015-01-28

2015 წლის 28 იანვარს, LAG კონსორციუმის გამგეობის რიგით მე-4 შეხვედრა გაიმართა თბილისში. გამგეობამ, რომელიც შედგება წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და NRC-ის ყოფილი თანამშრომლებისგან, მოისმინა და დაამტკიცა LAG კონსორციუმის 2014 წლის ანგარიში.

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014