საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

LAG კონსორციუმის მიზნები, ამოცანები და პრინციპები

კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო ეფუძნება თავისი დამფუძნებელი წევრების საერთო პროფესიულ და სამოქალაქო ინტერესებს, საერთო მიზნებსა და ამოცანებს. აგრეთვე, დამფუძნებელი წევრების ურთიერთპატივისცემას, თანასწორუფლებიანობას და ერთმანეთის შიდა საქმიანობაში ჩაურევლობას, მათი ინდივიდუალური და საერთო ინტერესების დაცვას. LAG კონსორციუმი მიისწრაფვის ორი ძირითადი მიზნის მისაღწევად:

  • კვალიფიციური სამართლებრივი დახმარებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის, ვინც ამას საჭიროებს. კერძოდ, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის - დევნილებისთვის, ლტოლვილებისა და დაბრუნებულებისთვის ისევე, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირებისა და მათთვის, ვინც მოქალაქეობის დაკარგვის საფრთხის ქვეშაა და
  • ზემოთ ჩამოთვლილი პირების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლებებისადმი შეუზღუდავი ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე პოლიტიკისა და პრაქტიკის ცვლილებების ადვოკატირება, რაც ხელს უწყობს ყველა ადგილნაცვალი პირის დაცვის გაუმჯობესებას.

 

LAG კონსორციუმი თავისი მიზნების მისაღწევად ახორციელებს მრავალ ღონისძიებას, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რაც ძირითადად მოიცავს შემდეგს:

  • შესაბამისი სამართლებრივი ხასიათის ინფორმაციის მიწოდება ბეჭდვითი მასალით (ლიფლეტები, გაზეთები), რადიო და სატელევიზიო პროგრამებითა და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებით საველე გასვლების დროს
  • ადგილნაცვალი პირებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისთვის ისევე, როგორც სხვადასხვა, სამთავრობო დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის თემატური ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
  • კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციისა და დახმარების გაწევა, მათ შორის სასამართლოში წარმომადგენლობა
  • სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევა და ანალიზი და მათთან დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონების შეფასება
  • სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, კომისიებსა და საკოორდინაციო ფორუმებში მონაწილეობა მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოსახდენად
  • თავისი წევრებისა და თანამშრომლების შესაძლებლობების მუდმივი გაძლიერება, რომ გაიზარდოს მუშაობის ხარისხი და სამიზნე ჯგუფებს უკეთესი მომსახურება გაეწიოთ.

 

2012 წლამდე NRC-ის მხარდაჭერით LAG კონსორციუმმა ეტაპობრივად გადაიბარა ის საქმიანობა, რომელსაც მანამდე NRC ახორციელებდა და ის გააგრძელებს ამ პროცესს, როგორც ICLA პროგრამის უშუალო მემკვიდრე. LAG კონსორციუმი მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) და საქართველოში დაცვის სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან, რომ მათ ერთობლივად უპასუხონ სამიზნე ჯგუფების წინაშე მდგომ გამოწვევებს და საქართველოში გააუმჯობესონ გარემო ყველა ადგილნაცვალი და მოწყვლადი პირების უკეთ დასაცავად.

 

LAG კონსორციუმი არ ზღუდავს ცალკეული დამფუძნებელი წევრი ორგანიზაციების დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. არასამთავრობო ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ  2012 წლის დეკემბერში ხელმოწერილი „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში“ გამოხატული საერთო ხედვისა და მიზნებიდან გამომდინარე გაერთიანდებოდნენ და გარკვეულ ფუქნციებს გადასცემდნენ LAG კონსორციუმს, რომლის ნაწილიც თვითონ იყვნენ. დანარჩენ თანადამფუძნებლებთან ერთად (NRC-ის ყოფილი თანამშრომლები) ისინი განიხილავენ და წყვეტენ ყველა სტრატეგიულ საკითხს, რაც გამგეობის წინაშე დგას, რომელშიც პარიტეტულ საწყისებზე არიან წარმოდგენილნი. 

LAG კონსორციუმი არ ჩაერევა თავისი დამფუძნებელი წევრი ორგანიზაციების შიდა საქმეებში ან გავლენას არ მოახდენს რამე ფორმით შიდა პროცესებზე, თუ წევრი ორგანიზაციის ქმედება ან/და საქმიანობა არ ეწინააღმდეგება „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმითა“ და კონსორციუმის წესდებით აღიარებულ მიზნებს.   

LAG კონსორციუმის ოფიციალური რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში ერთი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებდა კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაციის სახით და წარმოადგენდა გრანტის ნომინალურ მიმღებს. LAG კონსორციუმის დაფუძნებითა და რეგისტრაციით ეს პრაქტიკა არ შეიცვლება მიმდინარე პროექტებისთვის, თუ კონსორციუმის წევრები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. ყველა სხვა ახალი პროექტებისთვის LAG კონსორციუმი გადაწყვეტს პროექტის მართვის სტრუქტურას ბენეფიციარი მოსახლეობის საჭიროებისა და შესაბამისი დონორის მოთხოვნებიდან გამომდინარე.  

ასევე, ნათელია, რომ ცალკეული წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არის სრულიად დამოუკიდებელი და გააჩნია შესაძლებლობა, განახორციელოს პროექტები კონსორციუმის ფარგლებს გარეთ შიდა გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაზიარების სტანდარტის გათვალისწინებით. 

უკან დაბრუნება..

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014