|
ინფორმირებული “გადაწყვეტილების მიღება” გრძელვადიანი “განსახლების მისაღწევად“
პროექტი ინფორმირებული “გადაწყვეტილების მიღება” გრძელვადიანი “განსახლების მისაღწევად“დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. პროექტის საერთო მიზანია ხელი შეუწყოს დევნილთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესს საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის და დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის გზით. პროექტის საერთო მიზანი განხორციელებულ იქნება შემდეგი მეთოდებით: 1) დევნილების წვდომის გაზრდით პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე და 2) დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში პრივატიზაციის პროცესის წარმატებული „მოდელის“ შემუშავებით. პროექტის აქტივობები მოიცავს დევნილების მხარდაჭერას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად მათი საცხოვრებლის პრივატიზაციისას და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დაბრკოლებებთან.
უკან დაბრუნება..
|
|