LAG კონსორციუმის მმართველი სტრუქტურა ეფუძნება ტიპიური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის დამახასიათებელ სტრუქტურას, თანახმად საქართველოს კანონმდებლობისა. თავდაპირველი გამგეობა შედგება ოთხი დამფუძნებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და NRC-ის ოთხი ყოფილი გამოცდილი თანამშრომლისგან და ფუნქციონირებს, როგორც კონსორციუმის სტრატეგიისა და წესების შემმუშავებელი უმაღლესი ორგანო. კონსორციუმის საქმიანობის ფარგლებიდან გამომდინარე, გამგეობა ქმნის აღმასრულებელ ერთეულს / სამდივნოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყოველდღიური საქმიანობა წესდების, პოლიტიკის, სტრატეგიების და საგარეო ვალდებულებების / მიღებული გრანტების თანახმად. გამგეობა იტოვებს უფლებას, გადაწყვიტოს LAG კონსორციუმის პოლიტიკასთან, განვითარებასთან და სტრატეგიული პრიორიტეტებთან დაკავშირებული საკითხები და დაამტკიცოს (ან არ დაამტკიცოს) აღმასრულებელი ერთეულის / სამდივნოს შესრულებული სამუშაო. LAG კონსორციუმის თავმჯდომარე, რომელიც ინიშნება გამგეობის მიერ, ვალდებულია დააკომპლექტოს და მართოს სამდივნო მიღებული გრანტებით განსაზღვრულ საჭიროებებსა და ფარგლებში.
LAG კონსორციუმის გამგეობა მოიცავს ოთხი პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და NRC-ის ოთხ ყოფილ თანამშრომელს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივ საწყისებზე (pro bono). გამგეობა უფლებამოსილია:
- განსაზღვროს პოლიტიკა
- განახორციელოს სტრატეგიული დაგეგმარება
- მიიღოს წესდებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები
- განსაზღვროს წლიური გეგმა და ბიუჯეტის დამტკიცება
- აირჩიოს თავმჯდომარე
აღმასრულებელ ერთეულს / სამდივნოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე და ასრულებს შემდეგ საქმიანობას:
- პროექტების ყოველდღიური მართვა
- შიდა სტრუქტურული გადაწყვეტილებების მიღება (თანამშრომელთა დაკომპლექტება, რესურსები)
- პროექტებზე ანგარიშვალდებულება (მონიტორინგი და შეფასება, ანგარიშგება, სხვ.)
- საგარეო ურთიერთობები (თანხების მოძიება, კავშირების დამყარება, ადვოკატირება)
უკან დაბრუნება..