საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში

2016 წლის 22 ივლისს საზოგადოებრივი პროგრამების ფონდმა (SPF), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველომ და ესპანურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ფონდი „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF) ჩაატარა სამუშაო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში „საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით“ (LIFE Georgia)“ პროექტის ფარგლებში. 
სამუშაო შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორი ძირითადი თემა:
- ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის 2 კვლევის - 1) პროექტის პირდაპირი ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საწყისი კვლევა და 2) უნარ-ჩვევების, განვითარების და ტრენინგების საჭიროების შეფასება - შედეგების/მიგნებების წარდგენა.
- ზემოთ აღწერილი კვლევების მიგნებების და საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმასთან ურთიერთკავშირზე ყურადღების გამახვილება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დევნილთა სამინისტროს, დევნილთა საარსებო წყაროების სააგენტოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (გამგეობის, საკრებულოს), საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადგილობრივი კოლეჯების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრის დროს მონაწილეებმა იმსჯელეს კვლევების მიგნებებზე და შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები.

უკან დაბრუნება..

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014