ბიზნესისა და მეწარმეობის უნარების სამართლებრივი სატრენინგო მოდული.
ბიზნესისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევების სამართლებრივი სატრენინგო მოდული შემუშავდა ააიპ „საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის“ (SPF) და ააიპ „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“-ს (LAG) მიერ.
სამართლებრივი სატრენინგო მოდული შექმნილია „საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით“ პროგრამის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერას სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გზით.
სამართლებრივი სატრენინგო მოდული შედგენილი არის ძირითადი კითხვა-პასუხების ფორმით და განხილული უნდა იყოს, როგორც ერთგვარი სახელმძღვანელო, რომლის წარდგენა და სწავლება შესაძლებელი არის როგორც ოფიციალურ ტრენინგებზე და სამუშაო შეხვედრებზე, ასევე თემში არაფორმალური შეხვედრების დროს.
უკან დაბრუნება..