საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის შესახებ სამუშაო შეხვედრები ზუგდიდსა და გორში

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის შესახებ სამუშაო შეხვედრები ზუგდიდსა და გორში.

დევნილთა საარსებო წყაროებთან დაკავშირებული ორი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ზუგდიდში (22 ივლისი) და გორში (27 ივლისი). აღნიშნული შეხვედრები ორგანიზებული იყო საერთაშორისო ფონდ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF) და მისი პარტნიორი სამოქალაქო საზოდაგოებრივი ორგანიზაციების „საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF) და „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“ (LAG) მიერ. ეს ღონისძიებები ჩატარებულ იქნა „საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით - LIFE Georgia“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული არის ევროკავშირის (EU) მიერ საქართველოში.

სამუშაო შეხვედრები გამიზნული იყო ადგილობრივი საჯარო მოხელეებისა და სამიზნე რეგიონში მოქმედი სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენელთათვის. სამუშაო შეხვედრებს ჰქონდა ორი ძირითადი მიზანი: 1) სამუშაო შეხვედრის მონაწილეთათვის 2 კვლევის წარდგენა. პირველი-ესაა LIFE Georgias პროექტის პირდაპირი ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საწყისი კვლევა, განხორციელებული „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF) მიერ, ხოლო მეორე - ბენეფიციართა უნარ-ჩვევების, განვითარებისა და ტრენინგების საჭიროებების შეფასება, რომელიც საკონსულტაციო ფირმა  ეი-სი თი–ს (ACT) მეშვეობით განხორციელდა; და 2) აღნიშნული კვლევების მნიშვნელოვანი მიგნებების, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმასთან მათი ურთიერთკავშირის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. 

უკან დაბრუნება..

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014