|
სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურთან ქუთაისსა და ზუგდიდში_2017
2017 წლის 14 და 21 ივლისს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურთან ქუთაისსა და ზუგდიდში. შეხვედრების დროს პრაქტიკოსმა იურისტებმა გაცვალეს ინფორმაცია და გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამართლებრივი საქმეებზე მუშაობის შესახებ. საუბარი ძირითადად შეეხო დევნილთა სტატუსთან და განსახლებასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკას, განსახლების კომისიის მუშაობას, #320 ბრძანებაში განხორციელებულ ცვლილებებს და სხვა. შეხვედრები ორგანიზებული იყო „უფასო იურიდიული დახმარება დევნილთათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული არის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ.
უკან დაბრუნება..
|
|