2017 წლის 28 ივლისს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით ქალაქ რუსთავის მერიაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა რუსთავის და გარდაბნის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან. მრგვალი მაგიდის დროს განხილული იყო LAG-ის მიერ განხორციელებული „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მიგნებები და შედეგები. პროექტი ხორციელდება პარტნიორობით საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრა დასრულდა მხარეებს შორის ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით. მემორანდუმის მიზანია ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის და მათთვის სახელმწიფო და მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში.
ბმული - რუსთავის მერიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
უკან დაბრუნება..