|
ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის 29-30.07.2017
2017 წლის 29-30 ივლისს LAG კონსორციუმმა ჩაატარა ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლების შესახებ. ტრენინგი ჩატარდა საბურთალოს რაიონის გამგეობაში. ტრენინგები ხორციელდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში საბურთალოს გამგეობის ბაზაზე შეიქმნა ტექნიკური დახმარების ცენტრი ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად, ასევე ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში.
უკან დაბრუნება..
|
|