|
ტრენინგი ოდესაში
2017 წლის 12-14 სექტემბერს, LAG კონსორციუმმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში ოდესაში, რომელიც ჩატარდა „სახლი - გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ პროექტის ფარგლებში. მოწვეულმა სტუმრებმა გაუზიარეს ერთმანეთს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების საფუძვლები და პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები. აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტექნიკური დახმარების ცენტრის (TAC) წარმომადგენლებმა გაცვალეს თავიანთი გამოცდილება, მიღწევები, განვითარებული მასალები და სირთულეები.
უკან დაბრუნება..
|
|