|
SC საორიენტაციო შეხვედრა
2017 წლის 18 ოქტომბერს საერთაშორისო ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SC) კონსორციუმის სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) უსაფრთხოების გუნდს ჩაუტარა საორიენტაციო შეხვედრა SC-ის ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის შესახებ. შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.
უკან დაბრუნება..
|
|