|
ტრენინგი სკოლის ფასილიტატორებისთვის
2018 წლის 23 და 25 იანვარს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით რუსთავში და წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგი „ქალთა უფლებები, გენდერული თანასწორობა და სამართლიანობა“ სკოლის ფასილიტატორებისთვის. სამიზნე ქალაქებში მოხდა 10 სკოლის შერჩევა, რომლის მოსწავლეებისთვისაც იგეგმება ასევე ტრენინგების ჩატარება. ღონისძიება გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.
უკან დაბრუნება..
|
|