2018 წლის 25 თებერვლიდან 1 მარტამდე, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენელი იმყოფებოდა დანიაში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებული იყო ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მიერ. ვიზიტის დროს ორგანიზებული იყო არაერთი სამუშაო შეხვედრა, მათ შორის DRC-ის სათავე ოფისში, DRC-ის დიასპორის პროგრამასთან, DRC-ის მოხალისეთა სახლში, DRC-ის ინტეგრაციის და თავშესაფრის დეპარტამენტებში.
ასევე შეხვედრები გაიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, კერძოდ სახელმწიფო იმიგრაციის სამსახურთან სანდჰოლმის თავშესაფრის ცენტრში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან და საერთაშორისო რეკრუტირების და ინტეგრაციის სახელმწიფო სააგენტოსთან.
ცალკე დრო დაეთმო დანიური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომლის დროსაც შეხვედრები გაიმართა დანიის ჰელსინკის კომიტეტთან, დანიური საზოგადოებრივი ორგანიზაციები გავითარებისთვის და თანამშრომლობისთვის (Global Focus) და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდთან (CISU).
LAG დიდ მადლობას უხდის DRC-ის და კერძოდ ყველა იმ პირს ვისი უშუალო მონაწილეობით იყო დაგეგმილი და განხორციელებული ეს მეტად შემეცნებითი და სასარგებლო სასწავლო ვიზიტი.
უკან დაბრუნება..