საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში 49 ოჯახის ყოფითი პრობლემა გადაჭრილია

ქეთევანი  თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N27-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში 2012 წლიდან ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა და წვიმის დროს გამონადენი წყალი მოსახლეთა ბინებს ტბორავდა. შეწუხებული დევნილები კარგა ხანს განიცდიდნენ ზარალს. მათ იცოდნენ, რომ აღნიშნულ პრობლემას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაარსება გადაჭრიდა. ამ გზით ისინი მიიღებდნენ დაფინანსებას მთავრობისგან. ქეთევანმა, როგორც დევნილთა თემის აქტიურმა წევრმა, საკუთარ თავზე აიღო ამხანაგობის დაარსება. მან LAG კონსორციუმს სამართლებრივი დახმარების თხოვნით  მიმართა. LAG-მა ქეთევანს შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მომზადებაში დაეხმარა. საბოლოოდ, ქეთევანმა, როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ, სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება  და  დაზიანებული სახურავის შეკეთება მოახერხა.

დევნილი მოსახლეობის ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად ქეთევანის კომპაქტურ დასახლებაში გასაკეთებელი კიდევ ბევრია. კორპუსის შიდა და გარე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია საერთო ფართების პრივატიზება. LAG კონსორციუმი, ქეთევანთან და მის მეზობლებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, ცდილობს ამ და სხვა, სამართლებრივი ხასიათის პრობლემების მოგვარებას.

LAG კონსორციუმი, ცნობიერების ამაღლებისა და სამართლებრივი კონსულტაციების გზით, სხვადასხვა კომპაქტურ დასახლებებში დევნილთა მოსახლეობის მხარდაჭერას 2014 წლიდან ახორციელებს “უფასო იურიდიული დახმარება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ და მისი მიზანია ხელი შეუწყოს დევნილებისთვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას.

უკან დაბრუნება..

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014