საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

სამუშაო შეხვედრები დევნილთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

2018 წლის 29-30 აგვისტოს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით თბილისსა და ქუთაისში გაიმართა სამუშაო შეხვედრები დევნილთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებში მონაწილეობდნენ რუსთავის, გარდაბნის, წყალტუბოს და კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებებში მოქმედი სათემო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-ს წარმომადგენლები.

შეხვედრების დროს მონაწილეებმა იმსჯელეს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში LAG-ის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზემოდხსენებულ დევნილთა  ჩასახლებებში და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სათემო ორგანიზაციები და LAG-ი მომავალშიც განაგრძობენ თანამშრომლობას. 

შეხვედრები ორგანიზებული იყო „ადამიანის უფლებების დაცვა და დევნილთა მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პარტნიორობით საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით

უკან დაბრუნება..

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014