|
პროექტის დაწყების სამუშაო შეხვედრა
2019 წლის 17 იანვარს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს (LAG) ორგანიზებით მოეწყო სამუშაო შეხვედრა ქუთაისში, რომელიც მიეძღვნა ახალი პროექტის „დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა არჩევნებში მონაწილეობის გზით“ დაწყებას. პროექტში მონაწილე პარტნიორებმა იმსჯელეს პროექტის საქმიანობებზე, მათი განხორციელების გზებზე და საკუთარ როლზე და მოვალეობებზე პროექტთან მიმართებაში. შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ქვე-საგრანტო ხელშეკრულებებს პროექტის განმახორციელებელ პარტნიორებთან, კერძოდ: საზოგადოებრივი პროგრამების ფონდთან (SPF), ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლთან (OFPH) და სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტთან (LPI). პროექტი დაფინანსებული არის გაეროს დემოკრატიის ფონდის მიერ (UNDEF) და მიზნად ისახავს დევნილთა ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებულ მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში საქართველოში.
უკან დაბრუნება..
|
|