საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

დევნილთა ფორუმი

2019 წლის 24 აპრილს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს (LAG), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (დევნილთა სამინისტრო) ორგანიზებით მოეწყო „დევნილთა ფორუმი“ თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“.

დევნილთა ფორუმმა შეკრიბა დევნილთა თემის 40 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის ზუგდიდიდან, ფოთიდან, კოპიტნარიდან, ხონიდან, წყალტუბოდან, ქუთაისიდან, წეროვანიდან, რუსთავიდან და თბილისიდან. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა (მაგ: დევნილთა სამინისტროდან, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან, ზუგდიდის და რუსთავის მუნიციპალიტეტებიდან).   

დევნილთა ფორუმის ძირითადი მიზანი იყო იდეების, მოსაზრებების და ხედვების ურთიერთ გაცვლის ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. უფრო კონკრეტულად, დევნილთა ფორუმის ამოცანები იყო იძულებითი გადაადგილებით გამოწვეულ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება, კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა დევნილთა თემის, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოქმედ დაინტერესებულ მხარეებს შორის, და ამ უკანასკნელთათვის რეკომენდაციების შემუშავება.        

დევნილთა ფორუმი ორგანიზებული იყო „იურიდიული დახმარება დევნილთათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული არის UNHCR-ის მიერ და როგორც გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ნაწილი.

უკან დაბრუნება..

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014