2019 წლის 20 მაისს, კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) უმასპინძლა ბ-ნ კრისტიან ლამარს, პროგრამების მართვის უფროს ოფიცერს, გაეორს დემოკრატიის ფონდიდან (UNDEF). ეს იყო მონიტორინგის ხასიათის ვიზიტი, რომელიც განხორციელდა „დემოკრატიის ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) არჩევნებში მონაწილეობის მეშვეობით საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს დევნილთა ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულ მონაწილეობას საქართველოს საარჩევნო პროცესებში.
შეხვედრის დროს ბ-ნ ლამარს ეცნობა პროექტის მდგომარეობის და მიმდინარე პროგრესის შესახებ. მოგვიანებით განხორციელდა საველე ვიზიტი შიდა ქართლში შავშვების დევნილთა ჩასახლებაში, სადაც ადგილი ჰქონდა დევნილებთან ერთად იმპროვიზირებულ სამუშაო შეხვედრას.
უკან დაბრუნება..