კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG)
ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა
არჩევნები და მოკლე კონსტიტუციური ანალიზი
რა უნდა ვიცოდეთ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის შემოღების დროს არჩევნებთან
დაკავშირებით!
საქართველოს უმაღლესი კანონის, კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ყოველ
მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში
მონაწილეობის უფლება. (საქართველოს კონსტიტუცია მუხლი: 24)
იგივე კონსტიტუციის, კერძოდ 37-ე მუხლის თანახმად, რაც შეეხება საპარლამენტო
არჩევნებს, მისი მორიგი არჩევნები გაიმართება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის
ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. თუ საგანგებო და/ან
საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ არ იქნა
გამოცემული სპეციალური დეკრეტი.
საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი
წესით, ნიშნავს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
არჩევნებს.
ამის გარდა საყურადღებოა, რომ თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ
მდგომარეობას, იგი ტარდება არა ჩვეულებრივი დადგენილი წესით, არამედ ამ
მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა.
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საყოველთაო არჩევნები არ ტარდება.
ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში, ქვეყნის
დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
პარლამენტი. (საქართველოს კონსტიტუცია მუხლი: 71)
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა, საქართველოს
უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:
სახელმწიფოს თავდაცვა, სამხედრო მრეწველობა და იარაღით ვაჭრობა; ომისა და ზავის
საკითხები; საგანგებო და საომარ მდგომარეობათა სამართლებრივი რეჟიმის დადგენა და
შემოღება.

უკან დაბრუნება..