საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

 2015 წლის დეკემბერს LAG კონსორციუმმა წარმატებით დაასრულა „უფასო იურიდიული დახმარება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის (დევნილთათვის)“ პროექტი, რომელიც იყო დაფინანსებული გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ.

სრულად ნახვა ...

პროექტი უფასო იურიდიული დახმარება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის (დევნილთათვის) დაფინანსებულია გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ და წარმოადგენს UNHCR-თან ერთად LAG კონსორციუმის მიერ 2014 წელს განხორციელებული მსგავსი პროექტის გაგრძელებას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილებისთვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს: 1) უფასო იურიდიული დახმარების და კონსულტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და 2) დევნილების საერთო ქონების გაუმჯობესებული მართვით. პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ინფორმაციის გავრცელება, იურიდიული კონსულტაცია და დახმარება, მობილიზება და უნარ-ჩვევების განვითარება, ადვოკატირება და ლობირება.

სრულად ნახვა ...

პროექტი უფასო იურიდიული დახმარება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის (დევნილთათვის) დაფინანსებულია გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ და წარმოადგენს UNHCR-თან ერთად LAG კონსორციუმის მიერ 2015 წელს განხორციელებული მსგავსი პროექტის გაგრძელებას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილებისთვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს: 1) უფასო იურიდიული დახმარების და კონსულტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და 2) შესაბამისი დაინტერესებული მხარეების უნარ-ჩვევების გაძლიერებით და მათ მიმართ ადვოკატირებით. პროექტის ფარგლებში დევნილებს მიეწოდებათ ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ, გაეწევათ სამართლებრივი კონსულტაცია მათთვის საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით და უზრუნველყოფილ იქნება სრულფასოვანი იურიდიული დახმარება სასამართლო წარმომადგენლობის ჩათვლით. პროექტი ითვალისწინებს უნარ-ჩვევების გაძლიერების და ადვოკატირების კომპონენტს იმ სახელმწიფო უწყებების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ დევნილთა საკითხების პოლიტიკის ფორმირებას.

2016 წლის პროექტში LAG კონსორციუმმა აამოქმედა ონლაინ კონსულტაციების კომპონენტი Facebook-ზე და ვებ-გვერდზე (www.lag.ge), რის მეშვეობითაც ბენეფიციარებს საშუალება მოეცემათ დასვან კითხვები და მიიღონ სრულფასოვანი პასუხები სახლიდან გაუსვლელად.

ასევე, LAG კონსორციუმი გააგრძელებს თანამშრომლობას სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურთან (LAS), რომელთანაც პირველი საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა 2015 წელს.

სრულად ნახვა ...

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014