|
2018 წლის 23 იანვარს ტელეკომპანია იმედის ეთერში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართელო-ს (LAG) ფასილიტირებით ტექნიკური დახმარების ცენტრის კოორდინატორმა და საბურთალოს რაიონის უხუცესმა თავჯდომარემ ისაუბრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (ბმა) პრობლემებზე. კერძოდ, სტუმრებმა ისაუბრებეს ბმა-ს როლის გაძლიერებაზე, მათი, როგორც დამოუკიდებელი, თვითკმარი ინსტიტუტის ჩამოყალილებაზე და მნიშვნელობაზე. ღონისძიება ჩატარდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში.
საბურთალოს გამგეობის ბაზაზე შეიქმნა ტექნიკური დახმარების ცენტრი ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად, ასევე ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით. ბმული
სრულად ნახვა ...
2017 წლის 12-14 სექტემბერს, LAG კონსორციუმმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში ოდესაში, რომელიც ჩატარდა „სახლი - გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ პროექტის ფარგლებში. მოწვეულმა სტუმრებმა გაუზიარეს ერთმანეთს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების საფუძვლები და პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები. აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტექნიკური დახმარების ცენტრის (TAC) წარმომადგენლებმა გაცვალეს თავიანთი გამოცდილება, მიღწევები, განვითარებული მასალები და სირთულეები.
სრულად ნახვა ...
2017 წლის 3 სექტემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველომ (LAG) ჩაატარა ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლების შესახებ. ტრენინგი ჩატარდა საბურთალოს რაიონის გამგეობაში. ტრენინგები ხორციელდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში საბურთალოს გამგეობის ბაზაზე შეიქმნა ტექნიკური დახმარების ცენტრი ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად, ასევე ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში.
სრულად ნახვა ...
2017 წლის 29-30 ივლისს LAG კონსორციუმმა ჩაატარა ტრენინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლების შესახებ. ტრენინგი ჩატარდა საბურთალოს რაიონის გამგეობაში. ტრენინგები ხორციელდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში საბურთალოს გამგეობის ბაზაზე შეიქმნა ტექნიკური დახმარების ცენტრი ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად, ასევე ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში.
სრულად ნახვა ...
 2017 წლის 24 ივლისს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველომ (LAG) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში უმასპინძლა ევროკავშირის მიერ გამოგზავნილ საერთაშორისო ექსპერტს, ბატონ ალი დასტგეერს, რომელიც პროექტის მონიტორინგის მიზნით ეწვია საქართველოს. ვიზიტის მსვლელობისას ბატონი ალი გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და შეხვდა თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელს, გაესაუბრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს და გაეცნო პროექტის ფარგლებში შექმნილი ამხანაგობების საქმიანობას. ასევე, მან მოინახულა საბურთალოს გამგეობის ბაზაზე არსებული ტექნიკური დახმარების ცენტრი, რომელიც შეიქმნა ბინათმესაკუთრეებისათვის ინფორმაციის და კონსულტაციის უზრუნველსაყოფად და ცნობიერების ასამაღლებლად საბინაო მართვის პროცესში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) პარტნიორობით.
სრულად ნახვა ...
|
|