|
LAG კონსორციუმმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა ბაქოში 2016 წლის 30 მაისიდან 3 ივნისამდე. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ პროექტის ფარგლებში. დეტალური ინფორმაციისთის იხილეთ პრეს-რელიზი.
სრულად ნახვა ...
2016 წლის მაისში LAG კონსორციუმმა დაიწყო ახალი პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“. პროექტი მიზნად ისახავს თბილისში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობით საბინაო მართვის პროცესში. პროექტის ფარგლებში გაძლიერებული იქნება სამიზნე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესაძლებლობები და გაიზრდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის / გამგეობის პასუხისმგებლობა. იგეგმება ტექნიკური დახმარების ცენტრის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკონსულტაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს მათ ეფექტურ მუშაობას თბილისში. პროექტი ხორციელდება მდგრადი განვითარების ცენტრ - რემისიასთან და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) პარტნიორობით, გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად ნახვა ...
|
|