საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წევრები და განმახორციელებელი პარტნიორები არიან:

  • საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF), თბილისი, საქართველო
  • ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH), ქუთაისი, იმერეთის რეგიონი, საქართველო
  • სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI), ზუგდიდი, სამეგრელოს რეგიონი, საქართველო
  • კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ახმეტა, კახეთის რეგიონი, საქართველო
სრულად ნახვა ...

საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF) NRC-ის ICLA პროექტის პარტნიორია 2002 წლიდან დაწყებული და ის, როგორც ყველაზე დიდი ხნის პარტნიორი ორგანიზაცია თბილისში, ცნობილია, ასევე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ორგანიზაცია კონსორციუმში. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს / NRC-ის პროექტის გარდა, SPF, აგრეთვე, დაფინანსებული იყო UNHCR-ის და საქართველოს ევროკომისიის (EC) დელეგაციის მიერ, სადაც ის იყო გრანტის მიმღები და წარმმართველი ორგანიზაცია კონსორციუმის დანარჩენ წევრებს შორის. ამჟამად SPF-ში დასაქმებულია ცხრა თანამშრომელი. SPF-ს წარსულში განხორციელებული აქვს მსგავსი სამართლებრივი დახმარების პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოს დაფინანსებით, კვლევითი პროექტი “შიდა გადაადგილების მონიტორინგის ცენტრთან” (IDMC) ერთად და დევნილი ახალგაზდებისკენ მიმართული პროექტები “ევროპის საბჭოს კულტურისა და განათლების დირექტორატთან” და “ევროპულ ახალგაზრდულ ფონდთან” ერთად. ორგანიზაციას გააჩნია სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მისი წარმომადგენლები სისტემატიურად მიიწვევიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დევნილთა საკითხებზე სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებსა და კომისიებში მონაწილეობის მისაღებად.

სრულად ნახვა ...

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)  NRC-ის ICLA პროექტის პარტნიორია 2007 წლის ივნისიდან და, ასევე, აწარმოებს უფასო სამართლებრივ დახმარებას. OFPH ამჟამად დასაქმებული ჰყავს ათი თანამშრომელი, ხოლო წარსულში განხორციელებული აქვს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს / NRC-ის, UNHCR და EC დაფინანსებული პროექტები საქართველოში. ორგანიზაცია განთავსებულია ქუთაისში, იმერეთის რეგიონში, ხოლო გასვლითი ვიზიტებით ფარავს მთელ იმერეთსა და გურიის რეგიონებს. წარსულში OFPH, აგრეთვე, ახორციელებდა ICLA-ს მსგავს სამართლებრივი დახმარების პროექტს, რომელიც დაფინანსებული იყო ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ. OFPH-ს გააჩნია არსებითი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და იგი თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტიოლვილთა სამინისტროს ადგილობრივ სამსახურსა და სხვა ორგანიზაციებთან რეგიონში. 

სრულად ნახვა ...

სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

LPI იყო NRC-ის ICLA პროექტის პარტნიორი 2006 წლის იანვრიდან და სთავაზობდა უფასო სამართლებრივ დახმარებას დასავლეთ საქართველოში, კერძოდ  სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში. მისი ოფისი მდებარეობს ზუგდიდში, სამეგრელო. LPI დასაქმებული ჰყავს რვა თანამშრომელი და წარსულში ახორციელებდა ICLA-ს მსგავს სამართლებრივი დახმარების პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭოს დაფინანსებით. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს / NRC-ის დაფინანსებული პროექტების გარდა, LPI ახორციელებდა პროექტებს, რომლებიც დაფინანსებული იყო UNHCR-ის და ევროკომისიის (EC) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ. LPI-ს გააჩნია ყველა აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობა იურიდიული ოფისის ფუნქციონირებისათვის და თავადაც ხშირად ახორციელებს საველე გასვლებს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში. LPI -ს გააჩნია მჭიდრო კავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადგილობრივ სამსახურსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან. LPI ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს შიდა გადაადგილების საკითხებზე სამეგრელოს რეგიონში. 

სრულად ნახვა ...

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

KRDF დაფუძნდა 2008 წლის დეკემბერში NRC-ის ახმეტის ოფისის ხელშეწყობით, როგორც NRC-ის პანკისის ხეობიდან ლტოლვილთა დახმარების პროექტის გასვლის სტრატეგიის ნაწილი. KRDF ნაწილობრივ მოიცავს NRC-ის ყოფილ თანამშრომლებს და მუშაობდა NRC-თან ICLA პროექტის ფარგლებში 2009 წლის იანვრიდან. KRDF-ის მხრიდან ICLA პროექტში ლტოლვილთა და დევნილთა საკითხებზე კახეთის რეგიონში ჩართული იყო 2 იურისტი. ასევე, KRDF ახორციელებს UNHCR-ის პროექტს, რომელიც აერთიანებს რიგ სათემო და საარსებო საშუალებათა პროექტებს რეგიონში და მუშაობს სხვადასხვა დონორებთან, მათ შორის რამდენიმე საელჩოსთან საქართველოში. 

სრულად ნახვა ...

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014