საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

2016 წლის 22 ივლისს საზოგადოებრივი პროგრამების ფონდმა (SPF), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველომ და ესპანურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ფონდი „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF) ჩაატარა სამუშაო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში „საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით“ (LIFE Georgia)“ პროექტის ფარგლებში. 
სამუშაო შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორი ძირითადი თემა:
- ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის 2 კვლევის - 1) პროექტის პირდაპირი ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საწყისი კვლევა და 2) უნარ-ჩვევების, განვითარების და ტრენინგების საჭიროების შეფასება - შედეგების/მიგნებების წარდგენა.
- ზემოთ აღწერილი კვლევების მიგნებების და საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმასთან ურთიერთკავშირზე ყურადღების გამახვილება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დევნილთა სამინისტროს, დევნილთა საარსებო წყაროების სააგენტოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (გამგეობის, საკრებულოს), საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადგილობრივი კოლეჯების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრის დროს მონაწილეებმა იმსჯელეს კვლევების მიგნებებზე და შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები.

სრულად ნახვა ...

2015 წლის იანვრიდან LAG კონსორციუმი თავის ერთ-ერთ განმახორციელებელ პარტნიორთან - სოციალური პროგრამების ფონდთან (SPF) ერთად არის უფრო დიდი კონსორციუმის წევრი, რომელსაც უძღვება საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF ესპანეთი). ხუთი ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმი ახორციელებს საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით (LIFE Georgia) პროექტს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერას სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გზით. კონკრეტულად კი, პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელოსა და შიდა ქართლში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის გრძელვადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობების მხარდაჭერას პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის გზით; ასევე სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშემწყობი მიდგომების შემუშავებას ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

სრულად ნახვა ...

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014