|
2017 წლის 28 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში, სასტუმროში „რჩეული პალასი“ უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო ქ. ქუთაისსა (ი.ჭავჭავაძის ქუჩა #58ბ, ნიკეას ქუჩა #21, დადიანის ქუჩა #3, ზ. ჭავჭავაძის ქუჩა #16ა) და წყალტუბოში (9 აპრილის ქუჩა) მდებარე დევნილთა დასახლებებში მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო შექმნილი მძიმე პირობების ირგვლივ ორგანიზებული ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში პასუხისმგებელ მხარეებთან შეხვედრა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ერთეულის, ქ. ქუთაისისა და წყალტუბოს საკრებულოს და გამგეობების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მერიის წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტი „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).
ბმული 1
ბმული 2
სრულად ნახვა ...
2017 წლის 21 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლებმა ადგილობრივი ელექტრონული გაზეთის „New Press“ და რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერის საშუალებით გააშუქეს იმერეთის რეგიონში (ქ. ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში) მდებარე ხუთ დევნილთა დასახლებაში არსებულ მძიმე საცხოვრებელი პირობების გარშემო წარმართული ადვოკატირების კამპანია. მათი თქმით, მოსახლეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ადგილზე არსებული სანიაღვრე სისტემის გაუმართაობით არის განპირობებული.
LAG-ის პროექტის ხელმძღვანელმა, ნინა გელაშვილმა და იურისტმა, მათე ჩაფიჩაძემ საზოგადოებას მოპოვებული ობიექტური მონაცემები გააცნეს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს იმ უწყებათაშორის შეხვედრაზე, რომელიც LAG-ის ორგანიზებით ქ. ქუთაისში 28 ნოემბერს გაიმართა.
სიუჟეტი და რადიო გადაცემა მომზადდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).
ბმული 1
ბმული 2
სრულად ნახვა ...
2017 წლის 22 ნოემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდში მოქმედი სამუშაო ჯგუფის „ფაზისი“ რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში - სოფელ ჭითაწყარში, სოფელ ინგირსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე დევნილთა ჩასახლებების ტერიტორიებზე საბავშვო მოედნების მოწყობის მიზნით ევროპის ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის შესაბამისი განაცხადის მომზადება.
ადვოკატირების კამპანია მოედნების მოწყობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).
სრულად ნახვა ...
 2017 წლის 17 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), იმერეთის რეგიონსა და სენაკის მუნიციპალიტეტში მოქმედი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სენაკის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერს, ბატონ ლევან კუპრეიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერისთვის წამოწყებული ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში იდენტიფიცირებული პრობლემების გაცნობა, რაც უკავშირდება სენაკის დევნილთა სამხედრო დასახლებაში მწყობრიდან გამოსულ საკანალიზაციო სისტემას. ეს უკანასკნელი საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ამას გარდა, ის საფრთხის შემცველია გარემოსა და შენობების მდგრადობისთვის. დაბოლოს, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები ვერ პასუხობს სტანდარტებს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესებასა და პრობლემის დეტალურ შესწავლას დაპირდა. მხარეები შეთანხმდნენ დეკემბრის დასაწყისში განახლებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეხვედრაზე. ადვოკატირების კამპანია ხორციელდება პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).
სრულად ნახვა ...
 2017 წლის 16 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოსა (LAG) და სამეგრელოს რეგიონში მოქმედი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ლაშა გოგიას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ზუგდიდის მერისთვის სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, კერძოდ ოთხ დასახლებაში მაცხოვრებელი იძულებით გადაადგილებული პირების (დევნილთა) მოთხოვნების გაცნობა. ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, დასახლებებში არასრულწლოვნების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე არსებობს სათამაშო მოედნების მოწყობის საჭიროება. ამ საკითხზე წამოწყებულია ადვოკატირების კამპანია, რის ფარგლებშიც წარმომადგენლებმა ზუგდიდის ახლადარჩეულ მერს მხარდაჭერის აღმოჩენა სთხოვეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესებასა და მის დეტალურ შესწავლას დაპირდა. მხარეები შეთანხმდნენ დეკემბრის დასაწყისში განახლებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეხვედრაზე, როცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შედგებოდა. ადვოკატირების კამპანია ხორციელდება პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).
ბმული
სრულად ნახვა ...
|
|