საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

2017 წლის 1 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) წარმომადგენლებმა და სენაკის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა რადიოს „ათინათი“ ეთერში სენაკის დევნილთა დასახლებაში მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების გარშემო წარმართულ ადვოკატირების კამპანიაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მოსახლეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ადგილზე არსებული  საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობით არის განპირობებული.

რადიო გადაცემის მონაწილეებმა მსმენელს მოპოვებული ობიექტური მონაცემები გააცნეს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს იმ უწყებათაშორის შეხვედრაზე, რომელიც LAG-ის  ორგანიზებით 13 ოქტომბერს გაიმართა თბილისში. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო პასუხისმგებელი მხარეებისთვის პრობლემის არსის გაცნობა და გადაჭრის გზებზე მსჯელობა.

რადიო გადაცემა მომზადდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ბმული - რადიო გადაცემა 1.11.2017

 

სრულად ნახვა ...

2017 წლის 30 ოქტომბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში მოქმედი სამუშაო ჯგუფის „ზრუნვა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო იმერეთის რეგიონსა და სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე დევნილთა ჩასახლებების ტერიტორიებზე არსებული საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის მიმართულებით წამოწყებული ადვოკატირების კამპანიების მხრივ მიღწეული შედეგების გაზიარება. ასევე, შედეგების გათვალისწინებით სამომავლო დამატებითი აქტივობების დაგეგმვა.

ჯგუფის წევრების მსჯელობის შედეგად გადაწყდა სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული სამხედრო დასახლების ირგვლივ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებთან დამატებით შეხვედრის ორგანიზება და მედია-საშუალებების  გამოყენებით მიმდინარე პროცესების გაშუქება. მხარეებთან შეხვედრის მიზანი იქნება 13 ოქტომბერს ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული პოზიციების შესახებ განახლებული ინფორმაციის გაზიარება.

ამას გარდა, ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილთა ხუთ დასახლებაში სანიაღვრე სისტემების მოწყობის მიმართულებით წამოწყებული კამპანიის ფარგლებში ნოემბრის ბოლოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება დაიგეგმა. აღნიშნული ღონისძიების დროს, სამუშაო ჯგუფი მოახდენს პრობლემის აქტუალიზაციას და პასუხისმგებელ მხარეებთან ამ მხრივ გასატარებელ ზომებსა და შესრულების ვადებზე შეჯერდება.

ადვოკატირების კამპანიები მიმდინარეობს პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).  

სრულად ნახვა ...

2017 წლის 16 ოქტომბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდში მოქმედი სამუშაო ჯგუფის „ფაზისი“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში,  სამეგრელოს რეგიონში - სოფელ ჭითაწყარში, სოფელ ოქტომბერში, სოფელ ინგირსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე დევნილთა ჩასახლებების ტერიტორიებზე საბავშვო მოედნების მოწყობის მხრივ ანგარიშგება და მიღწეული შედეგების გაზიარება. მითითებულ ჩასახლებებში სულ 225 ბავშვი ცხოვრობს.

ადგილობრივი თემის ინფორმირების,  ხელმოწერების შეგროვების, საჭირო დემოგრაფიული მონაცემების თავმოყრის, სათამაშო მოედნების აღჭურვილობის შერჩევის, შესაბამისი განფასების, ლოკაციებზე მოედნების მოსაწყობი ტერიტორიების შერჩევის, ფოტო მასალის შეგროვების, მიწის მესაკუთრის იდენტიფიცირების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრების, შესაბამისი ნებართვების აღებისა და საპროექტო განაცხადის მომზადების შემდეგ სამუშაო ჯგუფმა სრული პაკეტი დასაფინანსებლად წარუდგინა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO). საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით ოქტომბრის ბოლომდე იქნება ცნობილი.

ადვოკატირების კამპანია მოედნების მოწყობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

სრულად ნახვა ...

2017 წლის 17-18 ოქტომბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, 40 დევნილთა სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლებრივ ასპექტებზე ტრენინგები ჩაუტარდათ ზუგდიდსა და გორში. 
ტრენინგის მსვლელობისას, მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - თვითმმართველობის ფუნქციები და უფლებამოსილებები, ორგანოების არჩევა და მასში მონაწილეობა, არჩევნების ცნება, სახეები და სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დამკვირვებლები, წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია, ამომრჩეველთა სიები, კენჭისყრის პროცედურები, კანონდარღვევები და ა.შ.
ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მრავალი პრაქტიკული მაგალითის განხილვით. მონაწილეებმა მიღებული ცოდნა კითხვების დასმით გაიმყარეს.
ტრენინგები ჩატარდა „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA). პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

სრულად ნახვა ...

2017 წლის 13 ოქტომბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით,  ქალაქ თბილისში, სასტუმროში „ვერე პალასი“  უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო  სენაკის ყოფილი სამხედრო აეროდრომის მოსამსახურეთა დასახლების ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში მძიმე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების ირგვლივ  ორგანიზებული ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში  პასუხისმგებელ მხარეებთან  შეხვედრა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება. 

საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრა გაიმართა პროექტი „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება პარტნიორობით  ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“. პროექტის მიზანია  რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი.  

სრულად ნახვა ...

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014