2017 წლის 15 სექტემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით იმერეთის რეგიონსა და სენაკში დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მსვლელობისას წევრებმა ადვოკატირების კამპანიის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გაცვალეს ინფორმაცია. ასევე, დაასახელეს და გადაჭრეს ის გამოწვევები, რაც იმპლემენტაციის პროცესში წარმოიშვა. შეხვედრის დასასრულს ჯგუფმა შესაბამისი ცვლილებები სამოქმედო გეგმაში ასახა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთად ხორციელდება. პროექტის მიზანია დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით, რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი.
სრულად ნახვა ...
2017 წლის 14 სექტემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მსვლელობისას წევრების მიერ ჯგუფის სამუშაო აღწერილობა და რეგიონში ადვოკატირების კამპანიისთვის შერჩეული საკითხის ირგვლივ დეტალური სამოქმედო გეგმა გაიწერა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთად ხორციელდება. პროექტის მიზანია დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით, რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი.
სრულად ნახვა ...
2017 წლის 6 სექტემბერს ქ. ზუგდიდის ტექნოპარკში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის მიზანი იყო რეგიონში ადვოკატირების კამპანიის საკითხის შერჩევა, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმირება და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა. საერთო პრობლემის და ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა ფარული კენჭისყრის საფუძველზე, გამჭვირვალეთ და მონაწილეთა აქტიური ჩართულობით განხორციელდა. აღნიშნული შეხვედრა მოეწყო „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს რამდენიმე რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთად. პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).
სრულად ნახვა ...
2017 წლის 1 სექტემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს ქუთაისის ოფისში პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონსა და სენაკში დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის მსვლელობისას წევრების მიერ ჯგუფის სამუშაო აღწერილობა და რეგიონში ადვოკატირების კამპანიისთვის შერჩეული საკითხის ირგვლივ დეტალური სამოქმედო გეგმა გაიწერა. პროექტი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთად ხორციელდება და მისი მიზანია დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით, რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი.
სრულად ნახვა ...
2017 წლის 23 აგვისტოს ქ. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო წარმომადგენლები პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში ადგილობრივ დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო რეგიონში ადვოკატირების კამპანიის საკითხის შერჩევა, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმირება და შერჩეული გუნდის სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა. პრობლემისა და ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა ფარული კენჭისყრის საფუძველზე, გამჭვირვალე და დემოკრატიული პრინციპების დაცვით განხორციელდა.
პროექტი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთად ხორციელდება და მისი მიზანია საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).
სრულად ნახვა ...
|