ამა წლის 8 აგვისტოს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს წარმომადგენლებმა, პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისთვის“ გუნდის ხელმძღვანელმა, ნინა გელაშვილმა და იურისტმა, რუსუდან პაჭკორიამ რადიოს „ათინათი“ ეთერში საზოგადოებას პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გააცნეს.
პროექტი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან - ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთად ხორციელდება და მისი მიზანია საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი.
ბმული - რადიო გადაცემა 8.08.2017
სრულად ნახვა ...
2017 წლის 12, 13 და 14 ივლისს, ქალაქ გორში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) მიერ ქვემო ქართლში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოქმედ არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა“. ტრენინგი ორგანიზებული იქნა „უფრო სამართლიანი საზოგადოებისკენ“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთთან“ (CHCA) პარტნიორობით, დანიის სამოქალაქო განვითარების ფონდის (CISU) ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად ნახვა ...
2017 წლის 26 ივნისს, ქალაქ ზუგდიდში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს მიერ სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში ფუნქციონირებად სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგის „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა“ ჩატარებით შესაძლებლობების ზრდის პირველი ეტაპი დასრულდა.
ანალოგიური ტრენინები აღმოსავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კი, შიდა და ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წევრებს ივლისის შუა რიცხვეში ჩაუტარდებათ.
LAG კონსორციუმის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, დანიის სამოქალაქო განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის მიზანია დევნილთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა. ამ მიზნით, პარტნიორი ორგანიზაციები - ლტოლვილთა დანიის საბჭო, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ბენეფიციარებს უფლებების, ადვოკატირების, კომუნიკაციისა და პროექტების მართვის მიმართულებით გადაამზადებენ.
სრულად ნახვა ...
2017 წლის 19 ივნისს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს ქუთაისის ოფისში იმერეთის რეგიონში ფუნქციონირებად სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. აღნიშნული ტრენინგის თემა იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა.
სრულად ნახვა ...
2017 წლის 16 ივნისს ლტოლვილთა დანიის საბჭოს ზუგდიდის ოფისმა არასამთავრობო ორგანიზაციის - კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება (LAG) საქართველოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგს უმასპინძლა. ტრენინგი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა“ იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ.
სრულად ნახვა ...
|