2017 წლის 23 და 25 მაისს „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელოს, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში დევნილ მოსახლეობასთან მომუშავე სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ქალაქებში ქუთაისი და ზუგდიდი.
სრულად ნახვა ...
2017 წლის მარტში კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-მ (LAG) დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ ერთობლივი პროექტი წამოიწყო, რომლის სახელწოდებაა „უფრო სამართლიანი საზოგადოებისკენ“.
12 თვიანი პროექტი დაფინანსებულია დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (DANIDA) და მისი მიზანია დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სათემო კავშირების შესაძლებლობების გაძლიერება და ასევე, მათი პოტენციალის ამაღლება დევნილთა უფლებების ადვოკატირების მიმართულებით.
პროექტი განხორციელდება ორ სამიზნე რეგიონში - შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. შიდა ქართლში პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA), ხოლო სამეგრელო ზემო-სვანეთში კი პროექტის განხორციელებას კონსორციუმი უზრუნველყოფს.
სრულად ნახვა ...