|
 2017 წლის 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში და წყალტუბოში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის მიზნების, ამოცანების, შემოთავაზებული სერვისების, ძირითადი აქტივობების გეგმის, მიღებული გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საკონსულტაციო და რეფერალურ მოსმახურებას და ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი0 ორგანიზაციების და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამიზნე რეგიონებიდან. შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAF) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად ნახვა ...
2017 წლის 18 ოქტომბერს საერთაშორისო ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SC) კონსორციუმის სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) უსაფრთხოების გუნდს ჩაუტარა საორიენტაციო შეხვედრა SC-ის ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის შესახებ. შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად ნახვა ...
2017 წლის 3-4 ოქტომბერს, LAG კონსორციუმმა საერთაშორისო ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვებთან ერთად უმასპინძლა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ვიზიტს გარდაბნის დევნილთა ჩასახლებაში და ზუგდიდის როგორც კოლექტიურ ცენტრებში, ისევე ახალ აშენებულ კორპუსებში. შეხვედრის დროს ყურადღება მიექცა ჩასახლებების პრობლემატიკას და საჭიროებებს.
სრულად ნახვა ...
2017 წლის ოქტომბერში კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) დაიწყო პროექტი „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SC)-თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად ნახვა ...
|
|