საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

2019 წლის აგვისტოში, კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) და
მისმა განმახორციელებელმა პარტნიორებმა დაიწყეს ტრენინგების სერია, რაც
უკავშირდება საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
სამართლებრივ საკითხებს. საარჩევნო ტრენინგები მოეწყო ბორჯომში, ქუთაისში და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების
მაცხოვრებლებისთვის. საარჩევნო ტრენინგები ტარდება „დემოკრატიის ხელშეწყობა
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა არჩევნებში
მონაწილეობის გზით“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებული არის გაეროს
დემოკრატიის ფონდის მიერ (UNDEF) და მიზნად ისახავს დევნილთა ცნობიერების
ამაღლებას და ინფორმირებულ მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში საქართველოში.

2019 წლის აგვისტოში, კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) და მისმა განმახორციელებელმა პარტნიორებმა დაიწყეს ტრენინგების სერია, რაც უკავშირდება საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლებრივ საკითხებს.

სრულად ნახვა ...
2019 წლის 18-19 ივლისს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს (LAG)
პროგრამების მენეჯერი, დიმიტრი ზვიადაძე მიწვეული იყო როგორც მომხსენებელი
საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში, რომელიც მიეძღვნა მიგრაციის და ინტეგრაციის
საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ბალტიის ზღვის რეგიონში. ორკვირიანი
საერთაშორისო საზაფხულო აკადემია ორგანიზებული იყო საქართველოს საზოგადოებრივი
ურთიერთობების ინსტიტუტის (GIPA) და შვედეთის გოთენბურგის უნივერსიტეტის (UoG)
მიერ. LAG-ის წარმომადგენლის პრეზენტაცია შეეხო „მიგრაციასთან და იძულებით
გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს - საქართველოს
გამოცდილებას და პარალელებს უკრაინასთან“.

2019 წლის 18-19 ივლისს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს (LAG) პროგრამების მენეჯერი, დიმიტრი ზვიადაძე მიწვეული იყო როგორც მომხსენებელი საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში, რომელიც მიეძღვნა მიგრაციის და ინტეგრაციის საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ბალტიის ზღვის რეგიონში.

სრულად ნახვა ...

2019 წლის 5 ივლისს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების (UN) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების მიღების 20 წლისთავს. 

სრულად ნახვა ...

2019 წლის 20 მაისს, კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) უმასპინძლა ბ-ნ კრისტიან ლამარს,  პროგრამების მართვის უფროს ოფიცერს, გაეორს დემოკრატიის ფონდიდან (UNDEF). ეს იყო მონიტორინგის ხასიათის ვიზიტი, რომელიც განხორციელდა „დემოკრატიის ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) არჩევნებში მონაწილეობის მეშვეობით საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს დევნილთა ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულ მონაწილეობას საქართველოს საარჩევნო პროცესებში.

სრულად ნახვა ...

2019 წლის 24 აპრილს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს (LAG), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (დევნილთა სამინისტრო) ორგანიზებით მოეწყო „დევნილთა ფორუმი“ თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“.

სრულად ნახვა ...

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014