საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

UNDEF საარჩევნო ტრენინგები
2019-08-20

2019 წლის აგვისტოში, კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) და
მისმა განმახორციელებელმა პარტნიორებმა დაიწყეს ტრენინგების სერია, რაც
უკავშირდება საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
სამართლებრივ საკითხებს. საარჩევნო ტრენინგები მოეწყო ბორჯომში, ქუთაისში და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების
მაცხოვრებლებისთვის. საარჩევნო ტრენინგები ტარდება „დემოკრატიის ხელშეწყობა
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა არჩევნებში
მონაწილეობის გზით“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებული არის გაეროს
დემოკრატიის ფონდის მიერ (UNDEF) და მიზნად ისახავს დევნილთა ცნობიერების
ამაღლებას და ინფორმირებულ მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში საქართველოში.

2019 წლის აგვისტოში, კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) და მისმა განმახორციელებელმა პარტნიორებმა დაიწყეს ტრენინგების სერია, რაც უკავშირდება საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლებრივ საკითხებს. საარჩევნო ტრენინგები მოეწყო ბორჯომში, ქუთაისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების მაცხოვრებლებისთვის. საარჩევნო ტრენინგები ტარდება „დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა არჩევნებში მონაწილეობის გზით“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებული არის გაეროს დემოკრატიის ფონდის მიერ (UNDEF) და მიზნად ისახავს დევნილთა ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებულ მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში საქართველოში.

საერთაშორისო საზაფხულო აკადემია
2019-08-20

2019 წლის 18-19 ივლისს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს (LAG)
პროგრამების მენეჯერი, დიმიტრი ზვიადაძე მიწვეული იყო როგორც მომხსენებელი
საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში, რომელიც მიეძღვნა მიგრაციის და ინტეგრაციის
საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ბალტიის ზღვის რეგიონში. ორკვირიანი
საერთაშორისო საზაფხულო აკადემია ორგანიზებული იყო საქართველოს საზოგადოებრივი
ურთიერთობების ინსტიტუტის (GIPA) და შვედეთის გოთენბურგის უნივერსიტეტის (UoG)
მიერ. LAG-ის წარმომადგენლის პრეზენტაცია შეეხო „მიგრაციასთან და იძულებით
გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს - საქართველოს
გამოცდილებას და პარალელებს უკრაინასთან“.

2019 წლის 18-19 ივლისს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს (LAG) პროგრამების მენეჯერი, დიმიტრი ზვიადაძე მიწვეული იყო როგორც მომხსენებელი საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში, რომელიც მიეძღვნა მიგრაციის და ინტეგრაციის საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ბალტიის ზღვის რეგიონში. ორკვირიანი საერთაშორისო საზაფხულო აკადემია ორგანიზებული იყო საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ინსტიტუტის (GIPA) და შვედეთის გოთენბურგის უნივერსიტეტის (UoG) მიერ. LAG-ის წარმომადგენლის პრეზენტაცია შეეხო „მიგრაციასთან და იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს - საქართველოს გამოცდილებას და პარალელებს უკრაინასთან“.

UNDEF მონიტორინგის ვიზიტი
2019-05-23

2019 წლის 20 მაისს, კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) უმასპინძლა ბ-ნ კრისტიან ლამარს,  პროგრამების მართვის უფროს ოფიცერს, გაეორს დემოკრატიის ფონდიდან (UNDEF). ეს იყო მონიტორინგის ხასიათის ვიზიტი, რომელიც განხორციელდა „დემოკრატიის ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) არჩევნებში მონაწილეობის მეშვეობით საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს დევნილთა ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულ მონაწილეობას საქართველოს საარჩევნო პროცესებში.

შეხვედრის დროს ბ-ნ ლამარს ეცნობა პროექტის მდგომარეობის და მიმდინარე პროგრესის შესახებ. მოგვიანებით განხორციელდა საველე ვიზიტი შიდა ქართლში შავშვების დევნილთა ჩასახლებაში, სადაც ადგილი ჰქონდა დევნილებთან ერთად იმპროვიზირებულ სამუშაო შეხვედრას.

დევნილთა ფორუმი
2019-05-14

2019 წლის 24 აპრილს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო-ს (LAG), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (დევნილთა სამინისტრო) ორგანიზებით მოეწყო „დევნილთა ფორუმი“ თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“.

დევნილთა ფორუმმა შეკრიბა დევნილთა თემის 40 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის ზუგდიდის, ფოთის, კოპიტნარის, ხონის, წყალტუბოს, ქუთაისის, წეროვანის, რუსთავის და თბილისის წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა (მაგ: დევნილთა სამინისტროდან, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან, ზუგდიდის და რუსთავის მუნიციპალიტეტებიდან).   

დევნილთა ფორუმის ძირითადი მიზანი იყო იდეების, მოსაზრებების და ხედვების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. უფრო კონკრეტულად, დევნილთა ფორუმის ამოცანები იყო იძულებითი გადაადგილებით გამოწვეულ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება, კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა დევნილთა თემის, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე მოქმედ დაინტერესებულ მხარეებს შორის, და ამ უკანასკნელთათვის რეკომენდაციების შემუშავება.        

დევნილთა ფორუმი ორგანიზებული იყო „იურიდიული დახმარება დევნილთათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული არის UNHCR-ის მიერ და როგორც გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ნაწილი.

LAG კონსორციუმის უსაფრთხოების გუნდი ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას დევნილთა ძირითად უფლებებზე სამიზნე თემებში რუსთავში, გარდაბანში, ქუთაისსა და წყალტუბოში. კამპანია ხორციელდება „ადამიანის უფლებების და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“ (LAG) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SCI) - თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად ნახვა ...

2016 წლის 28 ოქტომბერს და 11 ნოემბერს, ქუთაისსა და რუსთავში LAG კონსორციუმმა მოაწყო შეხვედრა მოქმედ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის დროს მოხდა ახალი პროქტის პრეზენტაცია „ადამიანის უფლებების და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტის მიზანია რუსთავში, გარდაბანში, ქუთაისსა და წყალტუბოს თემში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით.

სრულად ნახვა ...

პროექტი ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით და ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SCI) - თან თანამშრომლობით. პროექტის  მიზანია რუსთავის, გარდაბანის, ქუთაისისა და წყალტუბოს თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით.

პროექტის ამოცანებია:

1. ბავშვზე ორიენტირებული იურიდიული დახმარების, ცნობიერების ამაღლების და დევნილთა და მასპინძელ თემთა რეფერირების უზრუნველყოფა, ასევე მათთვის უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესება

2. დევნილ და მასპინძელ თემებში გენდერული ძალადობისგან ქალთა დაცვის ხელშეწყობა.

სრულად ნახვა ...

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო


CDS © 2014