საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (SPF)

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლი (OFPH)
სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი (LPI)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

არჩევნები და მოკლე კონსტიტუციური ანალიზი
2020-05-15

კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG)
ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა
არჩევნები და მოკლე კონსტიტუციური ანალიზი
რა უნდა ვიცოდეთ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის შემოღების დროს არჩევნებთან
დაკავშირებით!
საქართველოს უმაღლესი კანონის, კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ყოველ
მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში
მონაწილეობის უფლება. (საქართველოს კონსტიტუცია მუხლი: 24)
იგივე კონსტიტუციის, კერძოდ 37-ე მუხლის თანახმად, რაც შეეხება საპარლამენტო
არჩევნებს, მისი მორიგი არჩევნები გაიმართება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის
ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. თუ საგანგებო და/ან
საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ არ იქნა
გამოცემული სპეციალური დეკრეტი.
საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი
წესით, ნიშნავს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
არჩევნებს.
ამის გარდა საყურადღებოა, რომ თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ
მდგომარეობას, იგი ტარდება არა ჩვეულებრივი დადგენილი წესით, არამედ ამ
მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა.
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საყოველთაო არჩევნები არ ტარდება.
ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში, ქვეყნის
დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
პარლამენტი. (საქართველოს კონსტიტუცია მუხლი: 71)
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა, საქართველოს
უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:
სახელმწიფოს თავდაცვა, სამხედრო მრეწველობა და იარაღით ვაჭრობა; ომისა და ზავის
საკითხები; საგანგებო და საომარ მდგომარეობათა სამართლებრივი რეჟიმის დადგენა და
შემოღება.

2020-04-18

კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG)

ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა
ფაქტები და მოკლე სამართლებრივი ანალიზი

1. საქართველოს კონსტუტუციის მე-7 მუხლის თანახმად მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე საგანგებო მდგომარეობათა რეჟიმის დადგენა და შემოღება.
2. ამავე კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს დეკრეტით შეზღუდოს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებანი.
3. საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე 1997 წლის 11 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებულია საქართველოს კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ.
- საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის თანახმად „საგანგებო
მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა
უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის, მასობრივი
არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო
გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის,
ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა
შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები
მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური
განხორციელების შესაძლებლობას“.
- ამ კანონის თანახმად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების
მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და
მართლწესრიგის აღდგენა.
4. ამას გარდა, კონსტიტუცია ადგენს პირობებს ვის მიერ და როდის უნდა იქნას შემოღებული ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ეს არის ქვეყნის
პრეზიდენტი, რომელიც სპეციალური დეკრეტით და ბრძანებით წარუდგენს პარლამენტს „ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას“, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს 48 საათის განმავლობაში მისი სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.

ქვემოთ ცხრილში მოყვანილია „საქართველოს კონსტიტუციიდან“ და „საქართველოს კანონის საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის მიერ საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ გამოცემული
სამართლებრივი აქტები.

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ახალი კორონავირუსის (COVID19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე მდგარი მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO) გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება, უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, შემოღებული იქნა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ასახულია შემდეგ ნორმატიულ აქტებში:

თარიღი - 21.03.2020
გამომცემელი - საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი #1
მოქმედების არეალი - ქვეყნის მთელი ტერიტორია
მოქმედების ვადა - 21 მარტი 2020 - დან 21 აპრილი 2020

თარიღი - 21.03.2020
გამომცემელი - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება #1
მოქმედების - არეალი ქვეყნის მთელი ტერიტორია
მოქმედების ვადა - 21 მარტი 2020 - დან 21 აპრილი 2020

თარიღი - 21.03.2020
გამომცემელი - საქართველოს პარლამენტის დადგენილება #5864-სს
მოქმედების არეალი - ქვეყნის მთელი ტერიტორია
მოქმედების ვადა - 21 მარტი 2020 - დან 21 აპრილი 2020

თარიღი - 31.03.2020
გამომცემელი - საქართველოს მთავრობის დადგენილება #205
მოქმედების არეალი - ქვეყნის მთელი ტერიტორია
მოქმედების ვადა - 31 მარტი 2020 - დან 21 აპრილი 2020

გარდა ამისა გვსურს ჩამოგითვალოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული COVID19-ის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით.
1. შეჩერდა სასწავლო პროცესი;
2. შეჩერდა ჯარში გაწვევა;
3. საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი გადაყვანილი იქნა დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზე;
4. იგივე რეკომენდაცია გაიცა კერძო სექტორის მიმართ;
5. ეტაპობრივად შეიზღუდა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა, აიკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლა;
6. დაწესდა საკარანტინო პროცედურები, გამკაცრდა თვითიზოლაციის დაცვის კონტროლი;
7. დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტები;
8. აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა;
9. შეწყდა სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება - როგორც კულტურული, ისე სპორტული;
10. გაიცა სავაჭრო ობიექტების გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის
ინფრასტრუქტურის ფარგლებში განსაზღვრული ობიექტების და სურსათისა და სააფთიაქო, საბანკო მომსახურების დახურვის რეკომენდაციები;

ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისათვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო ვირუსის გავრცელების პირველი ეტაპი, რომელიც გახლდათ, ძირითადად, იმპორტირებული, უცხო ქვეყნიდან ვირუსის გავრცელების ეტაპი.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი
ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით ვალდებულები არიან გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები!!!

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge შექმნა

სპეციალური განცხადება!!!
2020-03-24

კონსორციუმი სამართლებრივი დახარება საქართველო - LAG Consortium
სპეციალური განცხადება!!!
საქართველოში და მთელს მსოფლიოში კორონა ვირუსის (Covid-19) გავრცელების
პრევენციის მიზნით და ასევე 2020 წლის 21 მარტის მდგომარეობით ქვეყანაში
შემოღებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, კონსორციუმი სამართლებრივი
დახარება საქართველო (LAG Consortium) აცნობიერებს რა სახელმწიფო ხელისუფლების
ქმედებებს, ადეკვატურს და აუცილებელს, მიმართულს აღნიშნული პანდემიის
წინააღმდეგ ბრძოლისათვის, იღებს გადაწყვეტილებას დროებით შეწყვიტოს მიმდინარე
პროექტებით განსახორციელებელი აქტივობები, დროებით დახუროს მისი საოპერაციო
ოფისები და გადავიდეს შეძლებისდაგვარად დისტანციურ საქმიანობაზე.
ამასთანავე, ჩვენი ბენეფიციარებისათვის: განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის,
ხანდაზმულებისათვის და პირებისათვის რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში
დისტანციურად (Facebook, E-mail, Cell Phone) ვაგრძელებთ კონსულტაციებს საჭირო
სამართლებრივ საკითხებზე.
აღვნიშნავთ, რომ ეს შეზღუდვა გამოწვეულია პირველ რიგში ჩვენი ბენეფიციარების და
პროექტში ჩართული ყველა თანამშრომლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
#StopCoV

UNDEF საარჩევნო ტრენინგები
2019-08-20

2019 წლის აგვისტოში, კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) და
მისმა განმახორციელებელმა პარტნიორებმა დაიწყეს ტრენინგების სერია, რაც
უკავშირდება საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
სამართლებრივ საკითხებს. საარჩევნო ტრენინგები მოეწყო ბორჯომში, ქუთაისში და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების
მაცხოვრებლებისთვის. საარჩევნო ტრენინგები ტარდება „დემოკრატიის ხელშეწყობა
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა არჩევნებში
მონაწილეობის გზით“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებული არის გაეროს
დემოკრატიის ფონდის მიერ (UNDEF) და მიზნად ისახავს დევნილთა ცნობიერების
ამაღლებას და ინფორმირებულ მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში საქართველოში.

2019 წლის აგვისტოში, კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) და მისმა განმახორციელებელმა პარტნიორებმა დაიწყეს ტრენინგების სერია, რაც უკავშირდება საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლებრივ საკითხებს. საარჩევნო ტრენინგები მოეწყო ბორჯომში, ქუთაისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების მაცხოვრებლებისთვის. საარჩევნო ტრენინგები ტარდება „დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა არჩევნებში მონაწილეობის გზით“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებული არის გაეროს დემოკრატიის ფონდის მიერ (UNDEF) და მიზნად ისახავს დევნილთა ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებულ მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში საქართველოში.

2017 წლის 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს, კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში და წყალტუბოში მრგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო პროექტის მიზნების, ამოცანების, შემოთავაზებული სერვისების, ძირითადი აქტივობების გეგმის, მიღებული გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საკონსულტაციო და რეფერალურ მოსმახურებას და ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობებს. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი0 ორგანიზაციების და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამიზნე რეგიონებიდან.
შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან დასამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAF) საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან (SC) თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად ნახვა ...

2017 წლის 18 ოქტომბერს საერთაშორისო ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SC) კონსორციუმის სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) უსაფრთხოების გუნდს ჩაუტარა საორიენტაციო შეხვედრა SC-ის ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის შესახებ. შეხვედრა გაიმართა „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად ნახვა ...

2017 წლის 3-4 ოქტომბერს, LAG კონსორციუმმა საერთაშორისო ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვებთან ერთად უმასპინძლა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ვიზიტს გარდაბნის დევნილთა ჩასახლებაში და ზუგდიდის როგორც კოლექტიურ ცენტრებში, ისევე ახალ აშენებულ კორპუსებში. შეხვედრის დროს ყურადღება მიექცა ჩასახლებების პრობლემატიკას და საჭიროებებს.

სრულად ნახვა ...

2017 წლის ოქტომბერში კონსორციუმმა სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) დაიწყო პროექტი „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტის  მიზანია რუსთავის, გარდაბანის, წყალტუბოსა და კოპიტნარის თემებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ეფექტური სამართლებრივი დაცვის, რეფერირების, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SC)-თან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

სრულად ნახვა ...

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

United Nations Democracy Fund (UNDEF)

  გაეროს დემოკრატიის ფონდი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 
განსახლების, ლტოლვილთა   
და მიგრაციის ბიურო

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ
ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში
ევროკავშირის დელეგაცია      
საქართველოში 
გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო
დანიის ლტოლვილთა საბჭო

CDS © 2014